ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რამდენიმე თვეში თბილისის აეროპორტს რობოტი ეყოლება

თბილისის აეროპორტი

რობოტი თბილისის აეროპორტშიTAV Georgia -ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ 2025 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რობოტი დაიწყებს მუშაობას. მისი თქმით, ამასთან, თბილისის აეროპორტი შეუერთდება იმ აეროპორტებს, სადაც უკვე რობოტები გამოიყენება, რაც მგზავრების ყურადღებასა და ინტერესს აუცილებლად მიიპყრობს.

„უკვე ერთი წელია ვესწრებით სხვადასხვა გამოფენებს, რათა შევარჩიოთ რობოტი, რომელიც შეესაბამება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მასშტაბებს. ვფიქრობ, 2025 წლის აპრილში ეს ინოვაცია უკვე განხორციელებული იქნება. რობოტი არ ჩაანაცვლებს საინფორმაციო სამსახურს, მაგრამ იქნება დამატებითი, კომფორტული მომსახურება მგზავრებისთვის. ის იმოძრავებს ტერმინალში და დაეხმარება მგზავრებს, უპასუხოს კითხვებს რეისებთან დაკავშირებით,” – აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი16 მარტი 202631 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 320 -დან
ალმაატა20 აპრილი 202626 აპრილი 2026Air Astanaავიაბილეთები 994 -დან
ამსტერდამი25 თებერვალი 20264 მარტი 2026Transaviaავიაბილეთები 564 -დან
ანკარა21 თებერვალი 202623 თებერვალი 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 295 -დან
ათენი5 მარტი 202611 მარტი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 474 -დან
აბუ დაბი5 მარტი 202617 მარტი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 776 -დან
ანტალია28 თებერვალი 20264 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 351 -დან
ბაჰრეინის კუნძული12 თებერვალი 202619 თებერვალი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 717 -დან
ბაქო18 თებერვალი 202626 თებერვალი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 525 -დან
ბელგრადი7 ივნისი 202614 ივნისი 2026Air Serbiaავიაბილეთები 601 -დან

 

ამასთანავე, ზაქარაძე ხაზს უსვამს, რომ TAV როგორც გლობალური კომპანია, არამხოლოდ საქართველოსთვის მუშაობს რობოტების დანერგვაზე. „TAV-ის მმართველობის ქვეშ არის 125 აეროპორტი, და ბევრ მათგანში უკვე დაინერგა მსგავსი ინოვაციები. მაგალითად, იზმირისა და ბოდრუმის აეროპორტებში რობოტები უკვე გამოიყენება ბარგის მართვის პროცესში,“ – დასძენს ის.

მისივე თქმით, TAV IT-ის გუნდი ცენტრალური სათავო ოფისიდან აქტიურად მუშაობს ამ პროექტზე, და 2025 წლის აპრილში თბილისის აეროპორტში რობოტი ოფიციალურად წარედგინება.

დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version