ავიაბილეთები ყველაზე იაფად

კიდევ ერთი ავიაკომპანია, რომელიც თბილისის აეროპორტში ბრუნდება

ეარ არაბია აბუ დაბი

ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Air Arabia Abu Dhabi თბილისიდან აბუ დაბის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

ავიაკომპანია 16 ივნისიდან აბუ დაბი – თბილისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით განაგრძობს.

Air Arabia Abu Dhabi flights

Air Arabia Abu Dhabi არაბული ავიაკომპანიების Etihad Airways-ისა და Air Arabia-ს მიერ 2019 წელს შექმნილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელმაც ავიარეისების შესრულება 2020 წლიდან დაიწყო.

თბილისის აეროპორტში ოპერირება ავიაკომპანიამ 2021 წლის ივლისში დაიწყო.

Exit mobile version