Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ფრენას Red Wings იწყებს

საქართველო რუსეთი

გასულ კვირას ცნობილი გახდა რომ რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველო რუსეთს შორის ფრენებს ვერ განახორციელებდა, რადგან რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან არ ჰქონდა შესაბამისი ნებართვა, თუმცა ქართული მხარე მზად იყო რეისები 16 ივნისიდან დაწყებულიყო.

ავიაკომპანია რუსეთის მიმართულებით ფრენას თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან იწყებს და რეისებს თბილისი–სოჭის და ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით განაახორციელებს. კომპანიამ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ქუთაისი-მოსკოვის რეისი 10 ივლისიდან აიღებს სტარტს.

Red Wings-ის ცნობით, ფრენის ხანგრძლივობა 3 საათასა და 40 წუთს შეადგენს და ის 100 ადგილიანი ლაინერებით SSJ100 -ით შესრულდება. ბილეთები შეძენა კი უკვე შესაძლებელია.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ავიკომპანია ფრენას თბილისი-სოჭი-თბილისის მიმართულებითაც აპირებს. ამ მიმართულებაზე პირველი რეისი 11 ივლისს შესრულდება.

თბილისი სოჭი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 400 -დან
21 დეკემბერი 202622 დეკემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 183 -დან
13 იანვარი 202720 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 422 -დან

 

მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას გულისხმობს.

ამ დროისათვის თბილისი-მოსკოვის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა 2 რუსულ და 1 ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს. ფრენებს ასრულებს რუსული Azimuth Airlines -იც.

ავიაბილეთების საუკეთესო ფასად შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version