თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines -მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ანკარის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პეგასუსი აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას იფრენს.
აღსანიშნავია, რომ რეისებს 2019-2020 წლებში თბილისიდან ანკარის – ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტის მიმართუელბით Turkish Airlines-ი Boeing 737 – 800 ტიპის თვითმფრინავებით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს ასრულებდა.
დღეისათვის, Pegasus ge თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თუ სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 17 სიხშირით ასრულებს.
ავიაკომპანია ასევე გეგმავს რომ გააგრძელოს რეგულარული რეისები ანტალიის მიმართულებით, პირველად ზამთრის სეზონზე და აცხადებს, რომ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს.