ავიაბილეთები ყველაზე იაფად

გაიგე, რამდენჯერ გაიზარდა საქართველოში მგზავრთნაკადი 2023 წელს

მგზავრთნაკადის სტატისტიკა

2023 წელს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პეიოდში საქართველოდან გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი. მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. შესაბამისად, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1-ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.

გასულ წელს, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 6005.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს – აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 96.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა7 მაისი 202618 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 577 -დან
ათენი17 მაისი 202621 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 211 -დან
ბარსელონა18 აპრილი 202621 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 483 -დან
ბერლინი19 აპრილი 202626 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 344 -დან
ბრიუსელი21 მაისი 202628 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 393 -დან

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 24 სექტემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა, არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ ცნობადობის ზრდაზე და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. ასევე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დიდ სურვილს, მოინახულონ სხვადასხვა ახალი მიმართულებება და გაეცნონ ევროპისა თუ აზიის კულტურასა და ტრადიციებს. რაც უფრო აღრმავებს კავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ს დახმარებით.  დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version