ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ორი ახალი მიმართულება თბილისიდან და ბათუმიდან

ნობრის ორი ახალი ჩარტერი

ახალი მიმართულებების დამატებაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე ბათუმის აეროპორტიც შეუერთდა. უკვე დიდი ხანია ბათუმის აეროპორტიდან ფრენები არ განხორციელებულა, თუმცა ნოემბერში ჩარტერული ავიარეისებით სარგებლობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იქნება შესაძლებელი.

ავიაკომპანია YanAir-ი 24 ნოემბერს კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენას შეასრულებს. იქედან გამომდინარე, რომ უკრაინამ საქართველო “წითელი ზონის” ქვეყნების სიაში შეიყვანა, უკრაინაში გამგზავრების მსურველებმა უნდა ჩამტვირთონ აპლიკაცია  “Дій вдома” და 3 შეთავაზებიდან ერთ-ერთი აირჩიოს:

  1. უკრაინაში შესვლისას გაიაროს დაკვირვება სპეციალიზირებულ საკარანტინე ზონაში
  2. გაიაროს 14 დღიანი თვითიზოლაცია
  3. გაიკეთოს Covid-19-ზე PCR ტესტი მას შემდეგ, რაც გადაკვეთს სახელმწიფო საზღვარს.

იმ პირები კი, რომლებიც საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას, თან უნდა იქონიონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გაიარონ 8 დღიანი კარანტინი.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება, განსაკუთრებული მოთხოვნა ფიქსირდებოდა მის დანიშვნაზე. სწორედ ამიტომ, ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11 ნოემბერს თბილისი-დუბაი-თბილისის მიმართულებით შეასრულებს ჩარტერულ ფრენას.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

Exit mobile version