ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანიები ისევ გააგრძელებენ ჩარტერული რეისების შესრულებას. ავიაკომპანიების უმრავლესობამ ნოემბრის ჩარტერული რეისების განრიგი უკვე დაამტკიცა და მას უცვლელად გთავაზობთ:
თბილისი-სტამბოლი
თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს ისევ თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიები Turkish Airlines-ი და Pegasus Airlines-ი შეასრულებენ, მათი განრიგი კი ასე გამოიყურება:
- Turkish Airlines- 4, 7, 11, 14, 18, 21, 28 ნოემბერი
აღსანიშნავია, რომ 7, 14, 21 და 28 ნეომბერს თურქეთის ავიახაზები ფრენას ორმხრივად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით შეასრულებს.
- Pegasus Airlines- 1, 5, 8, 12, 15, 19 და 26 ნოემბერი
Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეისებს 18 და 25 ნოემბერს შეასრულებს.
თბილისი-მინსკი
- Belavia: 6, 13, 20, 27 ნოემბერი.
თბილისი-კიევი
- Skyup Airlines– 7, 14, 21 და 28 ნოემბერი.
თბილისი-აქტაუ
- Scat Airlines– 5, 12, 19 და 26 ნოემბერი.
თბილისი-ვარშავა
- LOT Polish Airlines- 3 და 7 ნოემბერი
- Myway Airlines– 6 ნოემბერი
თბილისი-ათენი
Aegean Airlines– 2 ნოემბერი
ეგეოსის ავიახაზები, ასევე, 1 ნოემბერს შეასრულებს ფრენას ათენიდან თბილისის მიმართულებით.
ნოემბრის ჩარტერული რეისების განრიგი დაამტკიცა, ასევე, ავიაკომპანია Georgian Airways-მა:
- თბილისი-ვენა-თბილისი: 8, 15, 22 და 29 ნოემბერი
- თბილისი-პარიზი-თბილისი: 3, 6, 10, 13, 17, 20, 24 და 27 ნოემბერი
- თბილისი-ამსტერდამი-თბილისი: 7, 9, 14, 16, 21, 23, 28 და 30 ნოემბერი
- თბილისი-ბერლინი-თბილისი: 4, 11, 18 და 25 ნოემბერი.