ავიაბილეთები ყველაზე იაფად

სტამბოლის ახალი მეტროსადგური უმოკლეს დროში აკავშირებს აეროპორტს ქალაქთან

New metro line at Istanbul Airport

სტამბოლში ახალი მეტროსადგური – Gayrettepe ამოქმედდა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტამბოლის ახალ აეროპორტსა და ქალაქს. მეტროს ხაზის მთლიანი სიგრძე 37,5 კმ-ია და საშუალებას იძლევა აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მხოლოდ 30 წუთში მოხვდეთ.

აღსანიშნავია, რომ ჩქაროსნული მეტრო ამ მიმართულებით უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს, თუმცა ის მხოლოდ სადგურ Kağıthane -მდე მიდიოდა. ახალი სადგურის დამატება კი გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელი იქნება მოგზაურთათვის.

სადგური Gayrettepe ყველაზე ღრმაა და აღჭურვილია 32 ესკალატორით და 8 ლიფტით. მისი მშენებლობისას გამოყენებული იქნა 66,5 ათასი მ³ ბეტონი.

როგორც ყველასთვის ცნობილია, სტამბოლის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები წლებია ახორციელებენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ფრენები სტამბოლის მიმართულებაზე Pegasus -მა დაიწყო.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მაისი 202430 მაისი 2024Turkish Airlinesავიაბილეთები 325 -დან
1 ივნისი 20248 ივნისი 2024AJetავიაბილეთები 340 -დან
24 ივლისი 202429 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 367 -დან

 

მალე იგეგმება კიდევ ერთი ჩქაროსნული მეტროს ხაზის გახსნა, რომელიც ახალ აეროპორტს და სტამბოლის ევროპული ნაწილის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰალკალს დააკავშირებს ერთმანეთთან.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ქალაქის აზიის ნაწილში მოხვედრა უკვე შესაძლებელია მეტროთი.

შეიძინე სტამბოლის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე და მოინახულე ეს შთამბეჭდავი ქალაქი ყველაზე კომფორტულად.

დაგვირეკეთ: 551 907 907 და ჩვენი გამოცდილი ოპერატორები დაგეხმარებიან დაგეგმოთ ფრენა ბიუჯეტურად.

Exit mobile version