Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ მოვხვდეთ მიუნხენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?

მიუნხენის აეროპორტი

გადაწყვიტეთ გაემგზავროთ მიუნხენის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

მიუნხენის მონახულება ნამდვილად ღირს. უამრავი საოცარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, ლამაზი პარკები და ციხე-სიმაგრეები, აქტიური ღამის ცხოვრება, კარგი სავაჭრო შესაძლებლობები და საოცარი ფესტივალები ნამდვილად იმსახურებენ ტურისტების ყურადღებას.

მიუნხენის აეროპორტი მხოლოდ 22 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 2 საშუალებას გვთავაზობს, ესენია: ტაქსი და მატარებელი.

როგორ მივიდეთ მიუნხენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

მიუნხენის ცენტრში მისასვლელად ყველაზე მოსახერხებელი გზა აეროპორტის ტაქსით მგზავრობაა. ლიცენზირებული ტაქსის ამოცნობა ძალიან მარტივია, ის კრემისფერია და შავი და ყვითელი სახურავის ნიშანი აქვს.

ვინაიდან, მიუნხენის აეროპორტი გერმანიის მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია, შეიძლება დაგჭირდეთ რიგში დგომა ტაქსის ასაყვანად. ამიტომ, რეკომენდებულია თქვენი ტაქსის წინასწარ დაჯავშნა, რათა დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ დისკომფორტი.

გადატვირთული მოძრაობის გარეშე, მიუნხენის ცენტრში მოხვედრას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

ტაქსის სადგომები მარტივად შეგიძლიათ ნახოთ თითოეული ტერმინალის გარეთ, ასევე ცენტრალურ უბანში E03 დონეზე.

როგორ მივიდეთ მიუნცენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლით?

მიუნხენის მატარებლის სისტემა უზარმაზარია და ის მოიცავს ქალაქის თითქმის ყველა ნაწილს. არსებობს ორი მატარებლის ხაზი, რომლებიც მარშრუტს ასრულებენ აეროპორტიდან მიუნხენის ცენტრში საათში 6-ჯერ. ესენია – S1 და S8. ორივე მატარებელი ჩერდება მარიენპლაცის ცენტრალურ სადგურზე.

გაითვალისწინეთ, S8 ხაზი გაცილებით სწრაფია და ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად მხოლოდ 38 წუთი სჭირდება.

სად მდებარეობს მატარებლის სადგური?

მატარებლის სადგური მდებარეობს ცენტრალური ტერიტორიის სარდაფის დონეზე (ტერმინალ 1-სა და 2-ს შორის). უბრალოდ მიჰყევით S-მწვანე ნიშნებს ჩამოსვლის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

თბილისი მიუნხენი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
27 August 202631 August 20261 StopAjetავიაბილეთები 821 -დან
21 September 202627 September 20261 StopAjetავიაბილეთები 590 -დან
5 October 20266 October 20261 StopAjetავიაბილეთები 562 -დან
19 November 202625 November 20261 StopAjetავიაბილეთები 575 -დან
29 December 20263 January 2027DirectLufthansaავიაბილეთები 654 -დან
4 January 202710 January 2027DirectLufthansaავიაბილეთები 646 -დან
1 February 202726 February 2027DirectLufthansaავიაბილეთები 658 -დან
18 June 202722 June 2027DirectLufthansaავიაბილეთები 762 -დან

 

მიუნხენის მიმართულებით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს, მათ შორისაა: Pegasus Airlines , Turkish Airlines , LOT Polish Airlines და სხვ. რომლებიც მხოლოდ ერთი გადაჯდომიტ მოგახვედრებენ მიუნხენის – ფრანც იოსებ სტრეუსის აეროპორტში.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიარეისები ერთი გადაჯდომიT შეგიძლიათ ააწყოთ ისეტი ავიაკომპანიების მესვეობით, როგორიცაა Wizz Air , Air Baltic და სხვ.

მიუნხენის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version