ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ მოვხვდეთ მიუნხენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?

მიუნხენის აეროპორტი

გადაწყვიტეთ გაემგზავროთ მიუნხენის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

მიუნხენის მონახულება ნამდვილად ღირს. უამრავი საოცარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, ლამაზი პარკები და ციხე-სიმაგრეები, აქტიური ღამის ცხოვრება, კარგი სავაჭრო შესაძლებლობები და საოცარი ფესტივალები ნამდვილად იმსახურებენ ტურისტების ყურადღებას.

მიუნხენის აეროპორტი მხოლოდ 22 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 2 საშუალებას გვთავაზობს, ესენია: ტაქსი და მატარებელი.

როგორ მივიდეთ მიუნხენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

მიუნხენის ცენტრში მისასვლელად ყველაზე მოსახერხებელი გზა აეროპორტის ტაქსით მგზავრობაა. ლიცენზირებული ტაქსის ამოცნობა ძალიან მარტივია, ის კრემისფერია და შავი და ყვითელი სახურავის ნიშანი აქვს.

ვინაიდან, მიუნხენის აეროპორტი გერმანიის მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია, შეიძლება დაგჭირდეთ რიგში დგომა ტაქსის ასაყვანად. ამიტომ, რეკომენდებულია თქვენი ტაქსის წინასწარ დაჯავშნა, რათა დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ დისკომფორტი.

გადატვირთული მოძრაობის გარეშე, მიუნხენის ცენტრში მოხვედრას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

ტაქსის სადგომები მარტივად შეგიძლიათ ნახოთ თითოეული ტერმინალის გარეთ, ასევე ცენტრალურ უბანში E03 დონეზე.

როგორ მივიდეთ მიუნცენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლით?

მიუნხენის მატარებლის სისტემა უზარმაზარია და ის მოიცავს ქალაქის თითქმის ყველა ნაწილს. არსებობს ორი მატარებლის ხაზი, რომლებიც მარშრუტს ასრულებენ აეროპორტიდან მიუნხენის ცენტრში საათში 6-ჯერ. ესენია – S1 და S8. ორივე მატარებელი ჩერდება მარიენპლაცის ცენტრალურ სადგურზე.

გაითვალისწინეთ, S8 ხაზი გაცილებით სწრაფია და ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად მხოლოდ 38 წუთი სჭირდება.

სად მდებარეობს მატარებლის სადგური?

მატარებლის სადგური მდებარეობს ცენტრალური ტერიტორიის სარდაფის დონეზე (ტერმინალ 1-სა და 2-ს შორის). უბრალოდ მიჰყევით S-მწვანე ნიშნებს ჩამოსვლის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

თბილისი მიუნხენი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 ნოემბერი 202427 ნოემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 631 -დან
5 დეკემბერი 20249 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 628 -დან
31 იანვარი 202510 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 647 -დან
8 თებერვალი 202512 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 603 -დან
24 მარტი 20254 აპრილი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 728 -დან
1 აპრილი 202530 აპრილი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 765 -დან
2 მაისი 202516 მაისი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 020 -დან
25 ივნისი 202530 ივნისი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 053 -დან
14 ივლისი 202518 ივლისი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 925 -დან
1 აგვისტო 202525 აგვისტო 2025პირდაპირიLufthansaავიაბილეთები 972 -დან
1 სექტემბერი 202518 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 1 105 -დან
8 ოქტომბერი 202513 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 670 -დან

 

მიუნხენის მიმართულებით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს, მათ შორისაა: Pegasus Airlines , Turkish Airlines , LOT Polish Airlines და სხვ. რომლებიც მხოლოდ ერთი გადაჯდომიტ მოგახვედრებენ მიუნხენის – ფრანც იოსებ სტრეუსის აეროპორტში.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიარეისები ერთი გადაჯდომიT შეგიძლიათ ააწყოთ ისეტი ავიაკომპანიების მესვეობით, როგორიცაა Wizz Air , Air Baltic და სხვ.

მიუნხენის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version