ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ლოტი ავიაკომპანია, პოლონეთის ავიახაზები

ლოტ პოლონეთის ავიახაზები

ლოტი პოლონეთის ავიახაზები, რომელსაც 88 წლიანი ისტორია აქვს, 1929 წლის 1 იანვარს დაარსდა. 2003 წლიდან ავიაკომპანია Star Airlines-ის წევრი გახდა. კომპანია 92 მიმართულებით ანხორციელებს ფრენებს, აქედან 51 ქალაქში პირდაპირი რეისები სრულდება ვარშავიდან. ვარშავა– თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები 2010 წლიდან იღებს სათავეს.

პოლონეთის ავიახაზები ერთ-ერთი უახლესი და თანამედროვე ფლოტით გამოირჩევა ევროპაში. კომპანიას აქვს ავიაბილეთების ონლაინ დაჯავშნის მარტივი სისტემა.

ლოტი პოლონეთის ავიახაზები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიაა საქართველოში. მას ყოველწლიურად 120 000-140 000 -მდე მგზავრი გადაჰყავს. ავიაკომპანიის მთავარი მიმართულება, ვარშავა, კი თბილისიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. 

2018 წლის დასაწყისში პოლონურმა ავიაკომპანიამ ა.შ.შ ზოგიერთ მიმართულებებზე ფასდაკლებები გამოაცხადა. თბილისი-ნიუ-იორკი-თბილისი 479 ევრო ჯდებოდა, ხოლო თბილისი-ლოს-ანჟელესი-თბილისი 609 ევრო. ფასებში მოსაკრებელიც შედიოდა. ფრენები თბილისიდან ვარშავის გავლით სრულდებოდა.

ლოტი, როგორც ტრანზიტული ავიაკომპანია

ლოტის ავიახაზები გამოირჩევა იმითაც, რომ საქართველოდან ტრანზიტულად დაფრინავს ბევრ მიმართულებებზე, მათ შორის ჩრდიელოეთ ამერიკის. 

LOT Polish Airlines ხშირად აკეთებს ფასდაკლებებს, ერთ-ერთი წარმოადგენდა “ახალგაზრდულ ფასდაკლებას”, რომლის ფარგლებში თბილისი ვარშავა ერთი გზა 350 ლარიდან იწყებოდა.

თბილისი ვარშავა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 თებერვალი 20262 მარტი 2026პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 539 -დან
6 მარტი 202611 მარტი 2026პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 481 -დან
Exit mobile version