ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისის აეროპორტიდან შორ მანძილზე ფრენები იქნება შესაძლებელი

ქუთაისის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ხელს შეუწყობს აეროპორტის სატვირთო ტერმინალისა და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტი შეძლებს მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები (ე.წ. wide body) და დაამატოს ახალი შორეული მიმართულებები.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 240 მლნ ლარამდეა, რაც ქუთაისის აეროპორტში 2012-2024 წლებში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.

როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ დროისათვის ფრენებს ავიაკომპანია wizz air, პეგასუსი, Belavia, Air Astana და Azimuth.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა25 მაისი 202628 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 745 -დან
ათენი9 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 253 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 464 -დან
ბერლინი21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 366 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 320 -დან
ბრატისლავა21 ივნისი 202626 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 330 -დან
ბუდაპეშტი12 ივნისი 202616 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 316 -დან
დორტმუნდი6 ივნისი 202620 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 502 -დან
მემინგენი25 მაისი 202612 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
ფრანკფურტი9 ოქტომბერი 202616 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 361 -დან
ატირაი22 სექტემბერი 202629 სექტემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 469 -დან
ჰამბურგი13 ივნისი 202616 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 446 -დან
სტამბოლი12 თებერვალი 202715 თებერვალი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 281 -დან
კატოვიცა23 მაისი 202626 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 321 -დან
ლარნაკა20 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 139 -დან
ლიონი11 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 274 -დან
მადრიდი19 იანვარი 202726 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 452 -დან
მილანი21 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 348 -დან
მოსკოვი2 მაისი 20266 მაისი 2026Azimuthავიაბილეთები 643 -დან
მინსკი15 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026Belaviaავიაბილეთები 890 -დან

 

პროექტი წარმოადგენს აეროპორტის განვითარების გეგმის პირველ ფაზას, რომელიც IATA Consulting-ის ჩართულობით განხორციელდა. მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს შეზღუდვების გარეშე მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები. დღეის მდგომარეობით, აეროპორტი ოპერირებს D კოდით და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც მხოლოდ საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებისთვისაა საკმარისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ქუთაისიდან. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version