ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2022 წლის ლიდერი ავიაკომპანიები საქართველოში

ლიდერი ავიაკომპანიები საქართველოში

2022 წლის იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია.

Turkish Airlines-ი რეგულარული და ჩარტერული ავიარეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის 13%-ი უკავია. ავიაკომპანია აღნიშნულ პერიოდში 288 808 მგზავრს მოემსახურა.

მეორე ადგილზეა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ბოლო 7 თვის განმავლობაში 279663 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 12%-ი დაიმსახურა.

ბოლო 7 თვის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელია თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, შესაბამისად ის რეიტინგში მესამე ადგილზეა. ავიაკმპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 206512 მგზავრს მოემსახურა.

მეოთხე ადგილს 6%-იანი წილით ბელორუსის ავიაკომპანია Belavia იკავებს, რომელიც აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ავიაბაზარზე 136155 მგზავრს მოემსახურა.

მეხუთე ადგილზე 5-5%-ით არიან არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.

რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, 4-4%-იან წილს ფლობენ საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი, აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი  და ყაზახეთის ავიაკომპანია FlyArystan-ი.

3-3%-იან წილს იყოფენ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, პოლონური ავიაგადამყვანი LOT Polish Airlines-ი, ისრაელის ავიაკომპანია EL AL და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia.

ბაზრის 2-2%-იან წილს კი ფლობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Qatar Airways, Lufthansa, Air Astana, Aircompany Armenia და Wizz Air Abu Dhabi.

Exit mobile version