Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

სტამბოლის აეროპორტში ახალი ბიზნეს-დარბაზი Mileonair გაიხსნა

Mileonair

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი (IST) მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთი უმსხვილესი კვანძია, სადაც ათასობით ქართველი მგზავრი ყოველდღიურად გადის ტრანზიტს. სიახლე, რომელიც აეროპორტის ადმინისტრაციამ გააჟღერა, მოგზაურობის გამოცდილებას რადიკალურად ცვლის: აეროპორტში პირველი დამოუკიდებელი ბიზნეს-დარბაზი Mileonair გაიხსნა.

აქამდე კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები უმეტესად კონკრეტული ავიაკომპანიების (მაგალითად, Turkish Airlines) პრივილეგირებული მგზავრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. Mileonair კი სრულიად ახალი კონცეფციაა – ის ყველასთვის ღიაა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ავიაკომპანიით მიფრინავთ.

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca18 December 202622 December 2026ავიაბილეთები 127 -დან
Thessaloniki6 December 202613 December 2026ავიაბილეთები 143 -დან
Katowice4 December 202611 December 2026ავიაბილეთები 193 -დან
Warsaw19 November 202626 November 2026ავიაბილეთები 195 -დან
Poznan19 November 202624 November 2026ავიაბილეთები 213 -დან
Venice12 January 202719 January 2027ავიაბილეთები 214 -დან
Athens16 November 202622 November 2026ავიაბილეთები 229 -დან

რატომ არის Mileonair იდეალური არჩევანი ქართველი მგზავრისთვის

ქართველი მომხმარებლები ხშირად ეძებენ ყველაზე იაფ ავიაბილეთებს ამ შემთხვევაში კი, დაბალფასიანი რეისები ევროპის თუ ამერიკის მიმართულებით სწორედ სტამბოლის გავლით მიფრინავს დანიშნულების წერტილამდე და ძირითადად მოცდის დროც საკმაოდ ხანგრძლივია.

თუ თქვენ სარგებლობთ ისეთი ავიაკომპანიებით, როგორიცაა Pegasus Airlines, Lufthansa, Air France ან თუნდაც Turkish Airlines-ის ეკონომ-კლასი, Mileonair  საშუალებას გაძლევთ, აეროპორტის ხმაურიან დარბაზებში სკამებზე ლოდინის ნაცვლად, დრო პრემიუმ გარემოში გაატაროთ.

რას გთავაზობთ Mileonair-ის სივრცე

დარბაზი ყველა ტიპის მოგზაურზეა გათვლილი – იქნება ეს ბიზნეს ტურისტი, რომელიც მუშაობას გეგმავს, თუ ოჯახთან ერთად მოგზაური პირი.

როგორ მოვხვდეთ Mileonair-ში

ბიზნეს-დარბაზი მდებარეობს სტამბოლის აეროპორტის საერთაშორისო გაფრენის ზონაში. მასში მოხვედრა შეგიძლიათ:

  1. ადგილზე გადახდით: ერთჯერადი შესვლის საფასურის გადახდის შემთხვევაში.
  2. წევრობის ბარათებით: სხვადასხვა საერთაშორისო Lounge Pass სისტემების მეშვეობით.
  3. სპეციალური აქციებით: ხშირად, ბილეთების დაჯავშნისას ან სხვადასხვა საბანკო ბარათების გამოყენებისას, მგზავრები სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობენ.

თუ თქვენი მომავალი მოგზაურობა სტამბოლის გავლით იგეგმება, ნუ დახარჯავთ ენერგიას აეროპორტის გადატვირთულ დერეფნებში, აუცილებლად ისარგებლეთ ახალი და კომფრტული სივრცით

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version