Indigo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელმაც პირველი რეისი თბილისი – დელი ს მიმართულებით დღეს, 9 აგვისტოს განახორციელა. თვითმფრინავი დილის 00:52 სთ-ზე გაფრინდა და დელის აეროპორტში 07:08 სთ-ზე დაეშვა. თბილისიდან დელიში პირაპირი რეისით 186 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია ინდიგო რეგულარულ ავიამიმოსვლას საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
ინდიგო ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც 300-ზე მეტ საჰაერო ხომალდს ფლობს და ყოველდღიურად 111 მიმართულებით 1850 ფრენას ახორციელებს, საიდანაც 79 – ადგილობრივია, 32 კი – საერთაშორისო.
თბილისის აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ინდოეთის ელჩი ნილაქში სინჰა, TAV Georgia -ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.