ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოში, 2025 წლის ზაფხულის სეზონზე, 60 ავიაკომპანია 110 მიმართულებით იფრენს

ავიაკომპანიები საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ცაზე 60 ავიაკომპანია იფრენს, რომლებიც მგზავრებს 110-ზე მეტ მიმართულებაზე მოემსახურებიან. ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია წარმოდგენილი.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონის პიკს საქართველოს აეროპორტები კვირაში დაახლოებით 735-740 რეგულარულ ავიარეისს უმასპინძლებენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი ზრდაა.

ახლახანს, ავიაკომპანიების ჩამონათვალს შეემატა ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა: British Airlines , easyJet , Transavia France და Edelweiss Air და ქართველ მოგზაურებს მიეცათ საშუალება პირდაპირი რეისებით ეწვიონ ციურიცხს, ფორლის, ლონდონს, მილანს, ჟენევას და პარიზს.

პოპულარული მიმართულებები ქუთაისის , თბილისის და ბათუმის აეროპორტი -დან: ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, ბერლინი, მილანი, პარიზი, ლონდონი, რიგა, ლარნაკა, ამსტერდამი, ბარსელონა, ანტალია, სტამბოლი, თელ-ავივი, აბუ-დაბი, დუბაი, ბაქო, ერევანი, მოსკოვი, ვარშავა და სხვ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი23 აპრილი 20269 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 460 -დან
ალმაატა21 მაისი 20264 ივნისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 026 -დან
ამსტერდამი22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 591 -დან
ანკარა23 აპრილი 202627 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 345 -დან
ათენი1 მაისი 20264 მაისი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 449 -დან
აბუ დაბი7 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 113 -დან
ანტალია12 აპრილი 202618 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 422 -დან
ბაჰრეინის კუნძული1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 746 -დან
ბაქო15 დეკემბერი 202619 დეკემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 289 -დან
ბელგრადი11 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 896 -დან

ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მიზნობრივი ბაზრების მარკეტინგულ მხარდაჭერას, რათა გაიზარდოს ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა და ფრენების პარალელურად, ქვეყანამ მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიზიდოს. საქართველოს ავიაბაზარი აგრძელებს დივერსიფიკაციას და მხოლოდ 2025 წლის აპრილში ქვეყანამ ოთხ მსხვილ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლა. ზაფხულის სეზონზე კი კიდევ უფრო მეტი ახალი ავიამიმართულებაა მოსალოდნელი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version