Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით

ჰანოვერი

გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული მხარის, ქვედა საქსონიის დედაქალაქი ჰანოვერი ტურისტული კუთხით საკმაოდ მრავალფეროვანი ქალაქია და ნებისმიერ მნახველს თავისი საინტერესო ისტორიითა და კულტურით მოხიბლულს დატოვებს.

ჰანოვერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და სავაჭრო-საფინანსო ცენტრია. აქ ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამრეწველო ბაზრობები. განვითარებულია სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის, კვების და სხვა მნიშვნელოვანი საწარმოები.

რაც შეეხება კულტურულ დანიშნულებას, ჰანოვერი თავის ქვეყანაში ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა.

ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ აღმოჩნდეთ მუსიკითა და ხელოვნებით მდიდარ ქალაქში, მოინახულოთ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მუზეუმები.

შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა მუსიკალურ საღამოებსა და ფესტივალებს, მათ შორის, ყველაზე ცნობილ “Oktoberfest”-ს , რომელიც წლის განსაკუთრებულია მოვლენაა ამ ქალაქში.

თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს გახდის სხადასხვა პარკები, ბაღები, ლუდის მოედნები. ასევე, ჰანოვერის ისტორიული უბნები, სადაც შეხვდებით მე-14 საუკუნის ფერწერულ კათადრებს, მონუმენტებსა და კულტურულ ძეგლებს.

ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძნოთ.

თუმცა, ყველაზე ხელსაყრელი და ბიუჯეტური გზა კოპიტნარის აეროპორტია.  პირდაპირი ფრენა ჰანოვერის მიმართულებით არ სრულდება, მაგრამ, რადგანაც ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი საკმაოდ ბევრ მიმართულებაზე ასრულებს ფრენებს, რომელიმე ევროპის ქალაქში გადაჯდომით უკვე საკმაოდ მარტივია ნებისმიერ ქვეყანაში მოხვედრა.

თქვენ შეგიძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯერ ბუდაპეშტში ან ვენაში გაემგზავროთ, შემდეგ კი ამ ქალაქებიდან პირდაპირი რეისით მოხვდებით ჰანოვერში. ორი გზის ავიაბილეთს 500-დან 600 ლარის ფარგლებში შეიძენთ და დაუვიწყარ მოგზაურობას მოიწყობთ.

ქუთაისი ჰანოვერი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
14 დეკემბერი 202622 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 195 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ.

შედარებით დაბალფასიან ავიაბილეთებს ორი ავიაკომპანია, პეგასუს საქართველო და LOT-ის ავიახაზები გვთავაზობენ. პეგასუსი, სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით, ხოლო პოლონური ავიახაზები LOT-ი, ვარშავაში გადაჯდომით ასრულებს ფრენებს და ორი გზის ავიაბილეთი ჰანოვერამდე 650-დან 750 ლარის ფარგლებში მერყეობს

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის პრიორიტეტული არა დაბალბიუჯეტური, არამედ კომფორტული მგზავრობაა, საუკეთესო სერვისს და მგზავრობას Turkish Airlines-ი და Lufthansa Georgia შეოგთავაზებთ, ორი გზის ავიაბილეთებს კი 700 -დან 900 ლარამდე ღირს.

თბილისი ჰანოვერი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
29 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 605 -დან
22 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 530 -დან
11 იანვარი 202721 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 545 -დან
5 თებერვალი 202717 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 544 -დან
25 მარტი 202731 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 750 -დან
1 აპრილი 20276 მაისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 900 -დან
12 ივლისი 202726 ივლისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 101 -დან

Turkish Airlines-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც გვთავაზობს რეისებს და ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით შეგიძლიათ ბათუმიდან 900-100 ლარის ფარგელბში შეიძინოთ.

ქუთაისი ჰანოვერი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
13 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 740 -დან

ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალ ვარიანტს თქვენ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში ნახავთ და შეძლებთ, რომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ.

Exit mobile version