ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით

ჰანოვერი

გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული მხარის, ქვედა საქსონიის დედაქალაქი ჰანოვერი ტურისტული კუთხით საკმაოდ მრავალფეროვანი ქალაქია და ნებისმიერ მნახველს თავისი საინტერესო ისტორიითა და კულტურით მოხიბლულს დატოვებს.

ჰანოვერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და სავაჭრო-საფინანსო ცენტრია. აქ ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამრეწველო ბაზრობები. განვითარებულია სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის, კვების და სხვა მნიშვნელოვანი საწარმოები.

რაც შეეხება კულტურულ დანიშნულებას, ჰანოვერი თავის ქვეყანაში ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა.

ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ აღმოჩნდეთ მუსიკითა და ხელოვნებით მდიდარ ქალაქში, მოინახულოთ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მუზეუმები.

შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა მუსიკალურ საღამოებსა და ფესტივალებს, მათ შორის, ყველაზე ცნობილ “Oktoberfest”-ს , რომელიც წლის განსაკუთრებულია მოვლენაა ამ ქალაქში.

თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს გახდის სხადასხვა პარკები, ბაღები, ლუდის მოედნები. ასევე, ჰანოვერის ისტორიული უბნები, სადაც შეხვდებით მე-14 საუკუნის ფერწერულ კათადრებს, მონუმენტებსა და კულტურულ ძეგლებს.

ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძნოთ.

თუმცა, ყველაზე ხელსაყრელი და ბიუჯეტური გზა კოპიტნარის აეროპორტიაპირდაპირი ფრენა ჰანოვერის მიმართულებით არ სრულდება, მაგრამ, რადგანაც ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი საკმაოდ ბევრ მიმართულებაზე ასრულებს ფრენებს, რომელიმე ევროპის ქალაქში გადაჯდომით უკვე საკმაოდ მარტივია ნებისმიერ ქვეყანაში მოხვედრა.

თქვენ შეგიძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯერ ბუდაპეშტში ან ვენაში გაემგზავროთ, შემდეგ კი ამ ქალაქებიდან პირდაპირი რეისით მოხვდებით ჰანოვერში. ორი გზის ავიაბილეთს 500-დან 600 ლარის ფარგლებში შეიძენთ და დაუვიწყარ მოგზაურობას მოიწყობთ.

ქუთაისი ჰანოვერი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 დეკემბერი 202422 დეკემბერი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 415 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ.

შედარებით დაბალფასიან ავიაბილეთებს ორი ავიაკომპანია, პეგასუს საქართველო და LOT-ის ავიახაზები გვთავაზობენ. პეგასუსი, სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით, ხოლო პოლონური ავიახაზები LOT-ი, ვარშავაში გადაჯდომით ასრულებს ფრენებს და ორი გზის ავიაბილეთი ჰანოვერამდე 650-დან 750 ლარის ფარგლებში მერყეობს

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის პრიორიტეტული არა დაბალბიუჯეტური, არამედ კომფორტული მგზავრობაა, საუკეთესო სერვისს და მგზავრობას Turkish Airlines-ი და Lufthansa Georgia შეოგთავაზებთ, ორი გზის ავიაბილეთებს კი 700 -დან 900 ლარამდე ღირს.

თბილისი ჰანოვერი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 დეკემბერი 202418 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 712 -დან
17 იანვარი 202521 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 682 -დან
15 თებერვალი 20251 მარტი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 731 -დან
1 მარტი 20256 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 184 -დან

Turkish Airlines-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც გვთავაზობს რეისებს და ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით შეგიძლიათ ბათუმიდან 900-100 ლარის ფარგელბში შეიძინოთ.

ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალ ვარიანტს თქვენ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში ნახავთ და შეძლებთ, რომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ.

Exit mobile version