ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქართული ავიაკომპანია GeoSky უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს ინარჩუნებს

georgian wings

ქართულმა ავიაკომპანია Geosky -მ, რომლის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ია, IOSA -ს წარმატებით დასრულების სერთიფიკატი მოიპოვა.

ავიაკომპანიამ IATA -ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს უმასპინძლა, შემოწმდა ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა მიმართულება და ორგანიზაციაში არსებული ყველა დეპარტამენტი.

Geosky -მ წარმატებით გაიარა IATA -ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი, რაც ორგანიზაციაში დანერგილი მაღალი სტანდარტებისა და ავიაკომპანიის გუნდის დაუღალავი შრომის ნაყოფია.

ავიაკომპანიისათვის ფრენების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. IOSA-ს სტანდარტებთან და სარეკომენდაციო პრაქტიკებთან შესაბამისობა კი ამის გარანტია.

Georgian Wings ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
პრაღა12 ოქტომბერი 202426 ოქტომბერი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 297 -დან
შარმ-ელ-შეიხი3 ნოემბერი 202410 ნოემბერი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 750 -დან

 

საავიაციო სექტორში, IOSA სტანდარტებთან შესაბამისობა და სერტიფიცირება ხაზს უსვამს ავიაკომპანიაში დანერგილ მაღალ სტანდარტებს, ასევე ხელს უწყობს საექსპლუატაციო და ფრენების არეალის გაზრდას, აღრმავებს ავიაკომპანიისდამი ნდობასა და ცნობადობის საერთაშორისო ბაზარზე.

ჯეოსქაი დაუღალავად განაგრძობს განვითარებას და აღნიშნული ხარისხის შენარჩუნებასა, რაც მომავალში, გაცილებით დიდი წარმატების მომტანი გახდება.

IOSA -ს პროგრამის წარმატებით გავლა, IATA-ს წევრობისაკენ ხსინის გზას. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ავიაკომპანიის, ისე სრულიად საქართველოს ავიაციისთვის.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის GeoSky -ს გუნდს და აფასებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ თანადგომას და შეტანილ წვლილს ამ წარმატებაში.

დაჯავშნე ფრენები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 

Exit mobile version