ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Wings -ი თბილისიდან განჯას მიმართულებით ფრენებს იწყებს

tbilisi ganja

თბილისი განჯა პირდაპირი ფრენები

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით პირველ საერთაშორისო რეგულარულ ფრენას 2023 წლის 6 სექტემბერს შეასრულებს.

ახლახანს ცნობილი გახდა რომ ავიაკომპანია ფრენების დაწყებას აზერბაიჯანის მეორე ქალაქის – განჯას მიმართულებითაც იწყებს და რეისებს თბილისი-განჯა-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით შემოგვთავაზებს.

მგზავრებს, 72 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდი ATR72-500 მოემსახურებათ. ავიაბილეთის საწყისი ღირებულება 89 ევროს შეადგენს მოსაკრებლების ჩათვლით, მგზავრობის პროცესში გათვალისწინებულია ბორტზე კვება.

დღეისათვის აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ავიაკომპანია Azal -ი და თურქული ავიაკომპანიები Pegasus და Turkish Airlines -ი ერთი გადაჯდომით ასრულებენ.

თბილისი განჯა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 მარტი 202629 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 368 -დან
1 აპრილი 20264 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 785 -დან
2 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 900 -დან
26 აპრილი 202630 აპრილი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 897 -დან
10 მაისი 202617 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 991 -დან
24 მაისი 202619 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 388 -დან
1 აგვისტო 202620 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 2 054 -დან

 

ავიაბილეთების შეძენა 30 აგვისტოდან ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის Georgianwings.com – სა და ავია სალაროების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

„აზერბაიჯანის მიმართულება Georgian Wings -ისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ქვეყნებს შორის არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. ავიაკომპანია პირველ საერთაშორისო ფრენებს თბილისიდან ბაქოს მიმართულებით, რეგულარულად კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 31 ივლისიდან კვირაში 12 სიხშირით გვთავაზობს რეგულარულ შიდა ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით და ტრანზიტული ფრენის საჭიროების შემთხვევაში, ფრენების განრიგი სრულადაა მორგებული ბაქო-თბილსი-ბათუმი ს ან პირიქით მგზავრობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით ავიაკომპანია ხელს უწყობს და ანვითარებს, როგორც ტრანზიტულ მიმართულებას ქვეყანაში, ასევე მგზავრთა მობილობის გაზრდას“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907  ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version