Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Wings-ი თბილისი ბაქოს მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

tbilisi bako

როგორც იცით, ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი რეისებს 31 ივლისიდან, თბილისი ბათუმი ბათუმი თბილისი -ს მიმართულებით ყოველდღიურად, კვირაში კვირაში 12 სიხშირით ასრულებს. თუმცა, შიდა რეისებთან ერთად ის მალე საერთაშორისო ფრენებსაც შემოგვთავაზებს.

6 სექტემბრიდან ავიაკომპანია თბილისიბაქო – თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ფრენები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ავიაბილეთების შეძენაჯერ-ჯერობით არ არის შესაძლებელი.

დღეისათვის პირდაპირ ფრენებს თბილისიდან ბაქოს მიმართულებით და უკან, აზერნაიჯანული ავიაკომპანია AZAL -ი ყოველდღე გვთავაზობს. ფრენის ხანგრძლივობა კი 1სთ და 10წთ-ია.

თბილისი ბაქო

Departure atReturn atAirlineFind tickets
11 September 202616 September 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 669 -დან
12 October 202625 October 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 714 -დან
20 November 202627 November 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 714 -დან

 

აღსანიშნავია, რომ ჯეორჯიან ვინგს -ს კიდევ ერთი იტალიურ-ფრანგული წარმოების, 70 მგზავრზე გათვლილი ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა. ეს კი ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, რომ შიდა რეგიონალური ფრენების გარდა, მგზავრებს დამატებითი ავიარეისები და ახალი მიმართულებები შესთავაზოს.

თუ გსურთ მოინახულოთ ბაქო ან გამოემგზავროთ თბილისის მიმართულებით, იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version