ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Wings-ი თბილისი ბაქოს მიმართულებით ავიარეისებს იწყებს

tbilisi bako

როგორც იცით, ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი რეისებს 31 ივლისიდან, თბილისი ბათუმი ბათუმი თბილისი -ს მიმართულებით ყოველდღიურად, კვირაში კვირაში 12 სიხშირით ასრულებს. თუმცა, შიდა რეისებთან ერთად ის მალე საერთაშორისო ფრენებსაც შემოგვთავაზებს.

6 სექტემბრიდან ავიაკომპანია თბილისიბაქო – თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ფრენები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ავიაბილეთების შეძენაჯერ-ჯერობით არ არის შესაძლებელი.

დღეისათვის პირდაპირ ფრენებს თბილისიდან ბაქოს მიმართულებით და უკან, აზერნაიჯანული ავიაკომპანია AZAL -ი ყოველდღე გვთავაზობს. ფრენის ხანგრძლივობა კი 1სთ და 10წთ-ია.

თბილისი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 იანვარი 202621 იანვარი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 541 -დან
5 თებერვალი 202610 თებერვალი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 520 -დან
1 მარტი 20261 მარტი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 545 -დან

 

აღსანიშნავია, რომ ჯეორჯიან ვინგს -ს კიდევ ერთი იტალიურ-ფრანგული წარმოების, 70 მგზავრზე გათვლილი ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა. ეს კი ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, რომ შიდა რეგიონალური ფრენების გარდა, მგზავრებს დამატებითი ავიარეისები და ახალი მიმართულებები შესთავაზოს.

თუ გსურთ მოინახულოთ ბაქო ან გამოემგზავროთ თბილისის მიმართულებით, იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version