ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways / საქართველოს ავიახაზები

ჯორჯიან ეარვეისი

Georgian Airways -ი 1993 წლის სექტემბერში დაარსდა და თავდაპირველად ჩარტერულ რეისებს ანხორციელებდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, სირიაში და ინდოეთშიც. ასევე აწარმოებდნენ რეგულარულ ფრენებს ვენაშიც.

სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში აღნიშნულმა კომპანიამ წარმატებით მოიკიდა ფეხი საერთაშორისო ბაზარზე და 1999 წელს საქართველოს წამყვანი ავიაკომპანიაც გახდა.

თუმცა, განვითარებისკენ მიმავალ გზაზე ცნობილი ქართული ავიახაზების წარმომადგენლებმა ისეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზეც არ თქვეს უარი, როგორიცაა მთლიანი კორპორაციის სახელის შეცვლა. შესაბამისად, 2004 წლიდან აირზენას ოფიციალურად ეწოდა საქართველოს ავიახაზები.

ჯორჯიან ეარვეისი 21–ე საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად ანხორციელებდა საკუთარი საჰაერო ფლოტის მოდერნიზების პროცესს და ამ გეგმის მიხედვით 2000 წელს ჩამოიყვანა ორი BOEING737-500 გერმანიიდან და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს ამ მხრივ განვითარებას. 

დღესდღეისობით საქართველოს ავიახაზები სრულიად კერძო კომპანიას წარმოადგენს და მთავარ ფოკუსად უსაფრთხოება აქვს არჩეული. მისი თვითმფრინავები აწარმოებენ სტაბილურ სამგზავრო და სატვირთო ფრენებს. Georgian Airways–ის მთავარი შტაბბინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. მისი ახლანდელი საჰაერო ფლოტი Boeing 737, Embraer 190 და CRJ 200 ტიპის თანამედროვე თვითმფრინავებისგან შედგება და კომფორტულ ფრენებს სთავაზობს კლიენტებს.

ცნობილი ქართული ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს ისეთი ცნობილი ქალაქების მიმართულებით ანხორციელებს, როგორიცაა მაგალითად ერევანი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერევანის საერთაშორისო აეროპორტში ჯორჯიან ეარვეისის პირდაპირი რეისით 30 წუთში ჩაფრინდებით. აღნიშნულ რეისზე მოსახვედრად 400–დან 500 ლარამდე საფასურის გადახდა იქნება საჭირო.

თბილისი ერევანი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 მაისი 202418 მაისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 356 -დან
1 ივნისი 20248 ივნისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 410 -დან
16 ივლისი 202423 ივლისი 2024FlyOneავიაბილეთები 473 -დან

ასევე ჯორჯიან ეარვეისი პირდაპირი რეისით შეგიძლიათ ესტუმროთ პრაღის საერთაშორისო აეროპორტსაც. ამ ქალაქში ჩასაფრენად საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავს საშუალოდ 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება. ამ რეისზე მოსახვედრად 600–დან 800 ლარამდე საფასურის გადახდა დაგჭირდებათ.

თბილისი პრაღა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 მაისი 202418 მაისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 894 -დან
1 ივნისი 20248 ივნისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 038 -დან
2 ივლისი 20246 ივლისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 028 -დან

Georgian Airways-ის ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთების შეძენა და საუკეთესო მოგზაურობის დაგეგმვა avia.ge-ის მოხერხებული საძიებო სისტემის სასუალებით შეგიძლიათ. თანამედროვე ინტერფეისის მქონე ვებგვერდითა და მობილური აპლიკაციით თქვენ ორ წამში შეძლებთ იპოვოთ ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთები.

Exit mobile version