ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways -ის ახალ საჰაერო ხომალდს, უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესრულება შეუძლია

new aircraft

Georgian Airways -ის ახალი ავიახომალდის Boeing 767-300 –ის პრეზენტაციას, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ღონისძიებაში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტი – თამაზ გაიაშვილი მონაწილეობდნენ. საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი ბორტი, რომელიც ავიაკომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა. ავიახომალდი საქართველოს ავიაციაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი (ფართო ტანის) სამგზავრო თვითმფრინავია.

თამაზ გაიაშვილმა პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის Boeing 767-300 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით.

ასევე, აღნიშნული ბორტის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. გააჩნია უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესრულების შესაძლებლობა. ბორტი 250 ადგილიანია და პირველი კლასის სალონსაც მოიცავს. ყველა სავარძელი, როგორც ბიზნეს და პირველი კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი20 აგვისტო 202523 აგვისტო 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 343 -დან
ფორლი2 ოქტომბერი 20259 ოქტომბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 310 -დან
ლარნაკა20 აგვისტო 202524 აგვისტო 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 630 -დან
მოსკოვი20 ივლისი 202610 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 575 -დან
ნიცა6 სექტემბერი 202510 სექტემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 276 -დან
ნოვოსიბირსკი8 სექტემბერი 20254 ოქტომბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 715 -დან
რომი1 აპრილი 202611 აპრილი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 140 -დან

 

ჯეორჯიან ეარვაისი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს. ძირითადი მიმართულბები მოიცავს შემდეგ ქალაქებს: ამსტერდამი, ბერლინი , მიუნხენი, მილანი , ნიცა, პარიზი , ვენა, ლარნაკა, თელ-ავივი, ერევანი, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და სხვ.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Airways -ის ფრენებზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version