ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways იტალიის ქალაქებში, რომსა და ფორლიში ფრენებს იწყებს

Georgian Airways new routs

ავიაკომპანია Georgian Airways 2025 წლის აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისის აეროპორტი -დან ახალი ევროპული მიმართულებებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. კერძოდ, იტალიის ქალაქ რომსა და ფორლიში.

ფორლის მიმართულებით პირველი რეისი 24 აპრილსაა ჩანიშნული და იგი ყოველ ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო რომის (ფიუმიჩინოს აეროპორტი) მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

შესაბამისად, იტალიის მიმართულებით Georgian Airways-ის რეისები განხორციელდება:

პირდაპირი რეისები განხორციელდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767“ ტიპის ავიახომალდებით.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი4 მარტი 20267 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 082 -დან
ლარნაკა27 თებერვალი 20261 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 601 -დან
ნიცა4 მარტი 202611 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 022 -დან
ნოვოსიბირსკი9 მარტი 202628 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 046 -დან
რომი4 მარტი 202611 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 049 -დან

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პარიზისა და ნიცის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება და კვირაში ოთხჯერ შესრულდება.

გარდა ამისა, Georgian Airways განაგრძობს ოპერირებას ევროპის სხვა პოპულარულ ქალაქებში, მათ შორის:

ავიაკომპანია დღის საათებში ასრულებს ფრენებს, რაც მგზავრებისთვის მეტი კომფორტის გარანტია. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version