ავიაბილეთები ყველაზე იაფად

უკვე ცნობილია სად აშენდება ახალი აეროპორტი საქართველოში

ახალი აეროპორტი საქართველოში

საქართველოს მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აერპორტის მშენებლობას გეგმავს. თბილისის აერპორტი განვითარების მაქსიმალურ პარამეტრს უახლოვდება, რის გამოც აუცილებელია საქართველოს ავიაციის სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის გაჩნდეს კიდევ ერთი ალტერნატიული აეროპორტი.

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მთავრობა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში იწყებს.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს არის იდეალური ლოკაცია. იგი 15 კმ-ითაა დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თავის დროზე ტერიტორია შესწავლილია და იდეალურად მიუდგება როგორც ქარის მიმართულებას, ასევე ასაფრენ ზოლს.

დღეისათვის, საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ თბილისში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არსებული სივრცე გაფართოების შესაძლებლობას არ იძლევა.

შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, 733 ათას მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე მუშაობენ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. სწორედ ამ მიზნით, თბილისში იდეალური ადგილი ვაზიანის ყოფილი აეროდრომია.

საყურადღებოა, რომ 2027 წლამდე იზღუდება ახალი აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლა, რომელიც არსებული აეროპორტიდან 200 კილომეტრის რადიუსში იქნება განთავსებული. თუმცა, ამ პერიოდში შესაძლებელია, რომ დასრულდეს ახლის მშენებლობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, უკვე მწყობრში იყოს და დაიწყოს ფუნქციონირება.

პირდაპირი რეისები თბილისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი2 თებერვალი 20269 თებერვალი 2026Red Wingsავიაბილეთები 306 -დან
ალმაატა3 სექტემბერი 20269 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 978 -დან
ამსტერდამი21 იანვარი 202628 იანვარი 2026Transaviaავიაბილეთები 487 -დან
ანკარა16 მარტი 202622 მარტი 2026AJetავიაბილეთები 288 -დან
ათენი12 თებერვალი 202616 თებერვალი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 371 -დან
აბუ დაბი1 მარტი 20268 მარტი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 771 -დან
ანტალია16 მარტი 20262 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 361 -დან
ბაჰრეინის კუნძული7 თებერვალი 202614 თებერვალი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 759 -დან
ბაქო25 იანვარი 20261 თებერვალი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 520 -დან
ბელგრადი15 თებერვალი 20265 მარტი 2026Air Serbiaავიაბილეთები 833 -დან

 

საქართველოს აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენები სრულდება მსოფლიოს 58 ქალაქის მიმართულებით და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება მსოფლიოს 31 ქვეყანასთან.

საქართველოში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

გაემგზავრეთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად.

Exit mobile version