საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ამ დროისათვის თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია.
Turkish Airlines-ი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში რეგულარული ავიარეისებით, საქართველოს ავიაბაზარზე, 344519 მგზავრს მოემსახურა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ავიაკომპანიას გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის 13%-ი უკავია.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, მეორე ადგილს უნგრული ავიაკომპანია – Wizz Air იკავებს, რომელმაც ბოლო 8 თვეში 336380 მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 12%-ით დაიმსახურა.
საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელი კი თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ია. შესაბამისად ის მესამე ადგილს იკავებს რეიტინგში. ავიაკომპანიამ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 251747 მგზავრი გადაიყვანა.
“საუკეთესო ხუთეულში” მეოთხე ადგილზე 6%-იანი წილით, ბელორუსის ავიაკომპანია Belavia და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai იმყოფებიან.
ეხუთე ადგილზე ბაზრის 5-5%-იანი წილის მფლობელები არიან საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.
ბოლო 8 თვის განმავლობაში, ავიაბაზრის 4%-იან წილს აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი ფლობს.
რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, ბაზრის 3-3%-იან წილს Air Arabia, Georgian Airways-ი, FlyArystan-ი, EL AL, LOT Polish Airlines-ი იყოფენ.
2-2%-იან წილს კი – Lufthansa, Qatar Airways-ი, Arkia, Air Astana და Aircompany Armenia ფლობენ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების პროცენტული მაჩვენებლის მატება ან კლება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.