საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტური მოლდოვური ავიაკომპანია Flyone -ი აგრძელებს ოპერირებას და ფრენებს მოლდოვის დედაქალაქის მიმართულებით გვთავაზობს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციით, ფლაივანი თბილისი – კიშინიოვი – თბილისი ს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას 2023 წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად შეასრულებს.
ავიაკომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 8 ივნისს მიანიჭა.
მოლოდვის დედაქალაქი კიშინიოვი ქვეყნის ინდუსტრიული და კომერციუილი ცენტრია, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად ითვლება. ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწვიტავთ და ფიქრობთ სად გაატაროთ ზაფხულის შვებულება, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა თავისი თვალწარმტაცი მწვანე პარკებით, ღვინის სარდაფებითა და უნიკალური ბუნებით.
მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე კიშინიოვი იმ ევროპული ქალაქების სიაშია, სადაც შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენოთ.