Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა ინფორმაციას ავრცელებს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისიდან და ბათუმიდან დაგეგმილ ფრენებზე ?

ფრენები ქუთაისიდან და ბათუმიდან

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, მიუხედავად არახელსაყრელი ამინდის პირობებისა.

როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, ქუთაისის აეროპორტი ს შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს.

ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები მუშავდება სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი რეისების შეუფერხებელ მიღებასა და განხორციელებას.

ამასთან, აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, რომ უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეზღუდულ რეჟიმში ფუნქციონირებს, რის გამოც უკვე მესამე დღეა, ბათუმის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 846 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona17 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels27 October 20263 November 2026Wizz Airავიაბილეთები 311 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 160 -დან

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით დაგეგმილი მისი რეისი გადაიდო. აეროპორტების გაერთიანებამ განაცხადა, რომ ქუთაისი ათენის რეისი მხოლოდ დაგვიანებით შესრულდება და ამის მიზეზი უამინდობა არ არის. გაერთიანების ცნობით, მგზავრებს რეისის გადავადების შესახებ ინფორმაცია თავად ავიაკომპანიამ მიაწოდა და ფრენის ახალი დრო 18:45 საათზეა განსაზღვრული.

ასევე, დღეს საღამოს EL Al-ის ხომალდი, ბათუმის ნაცვლად, ფრენას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელავივშიც ქუთაისიდან გაფრინდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version