ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რა ინფორმაციას ავრცელებს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისიდან და ბათუმიდან დაგეგმილ ფრენებზე ?

ფრენები ქუთაისიდან და ბათუმიდან

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, მიუხედავად არახელსაყრელი ამინდის პირობებისა.

როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, ქუთაისის აეროპორტი ს შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს.

ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები მუშავდება სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი რეისების შეუფერხებელ მიღებასა და განხორციელებას.

ამასთან, აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, რომ უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეზღუდულ რეჟიმში ფუნქციონირებს, რის გამოც უკვე მესამე დღეა, ბათუმის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა2 აპრილი 202616 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 571 -დან
ათენი3 მაისი 202613 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 266 -დან
ბარსელონა18 მარტი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
ბერლინი15 თებერვალი 202622 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 537 -დან
ბრიუსელი25 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 400 -დან
ბრატისლავა12 ივლისი 202624 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 692 -დან

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით დაგეგმილი მისი რეისი გადაიდო. აეროპორტების გაერთიანებამ განაცხადა, რომ ქუთაისი ათენის რეისი მხოლოდ დაგვიანებით შესრულდება და ამის მიზეზი უამინდობა არ არის. გაერთიანების ცნობით, მგზავრებს რეისის გადავადების შესახებ ინფორმაცია თავად ავიაკომპანიამ მიაწოდა და ფრენის ახალი დრო 18:45 საათზეა განსაზღვრული.

ასევე, დღეს საღამოს EL Al-ის ხომალდი, ბათუმის ნაცვლად, ფრენას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელავივშიც ქუთაისიდან გაფრინდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version