ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ნიჟნი-ნოვგოროდიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

Georgia Nizhny Novgorod

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდან საქართველოს ორ ქალაქში – თბილისში და ბათუმში – პირდაპირი ავიარეისები აპრილიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს, რომელიც აეროპორტის პრესსამსახურს ეყრდნობა.

თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს რუსული ავიაკომპანია Red Wings -ს შემოგვთავაზებს. კომპანიის ვებსაიტზე უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი განრიგი და ავიაბილეთების ფასები – ერთი გზის ღირებულება დაახლოებით 18,000 რუბლიდან, ანუ 600 ლარიდან იწყება.

ბათუმი ნიჟნი-ნოვგოროდი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 ივნისი 202515 ივნისი 2025Red Wingsავიაბილეთები 809 -დან
17 ივლისი 202530 ივლისი 2025Red Wingsავიაბილეთები 1 420 -დან

ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი 26 აპრილს შესრულდება. საწყის ეტაპზე, ნიჟნი-ნოვგოროდიდან გამგზავრება ყოველ შაბათს იქნება შესაძლებელი, ხოლო ბათუმიდან უკან გამგზავრება კი – ყოველ კვირას. ამასთან, 28 მაისიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება და დაემატება ახალი რეისები ოთხშაბათობით და ხუთშაბათობით გახორციელდება.

რაც შეეხება თბილისის მიმართულებას, პირველი რეისი 28 აპრილს შესრულდება. ნიჟნი-ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან ნიჟნი-ნოვგოროდში გამგზავრება სამშაბათობით იქნება შესაძლებელი. 5 ივნისიდან კი დაემატება ახალი რეისები ხუთშაბათს და პარასკევს.

თბილისი ნიჟნი-ნოვგოროდი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 ივნისი 202513 ივნისი 2025Red Wingsავიაბილეთები 766 -დან
1 ივლისი 20258 ივლისი 2025Red Wingsავიაბილეთები 1 184 -დან
1 აგვისტო 202526 აგვისტო 2025Red Wingsავიაბილეთები 1 429 -დან

ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში ფრენების განრიგი მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდეა გაწერილი, რაც ნიშნავს, რომ ფრენები მინიმუმ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ Red Wings საქართველოდან ამ დროისთვისაც ახორციელებს მრავალი მიმართულებით ფრენებს, კერძოდ:

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version