ავიაბილეთები ყველაზე იაფად

27 სექტემბრიდან ფრენები ჩინეთის მიმართულებით ყოველდღე შესრულდება

saqartvelo chineti

ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines -ი საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების განხორციელებას ავიაკომპანია 27 სექტემბრიდან შეუდგება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი ურუმჩი , ურუმჩი თბილისი –ს საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანია რეისებს Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ახორციელებს.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 მაისი 202628 მაისი 2026China Southern Airlinesავიაბილეთები 2 153 -დან
18 ივნისი 202625 ივნისი 2026China Southern Airlinesავიაბილეთები 1 239 -დან
1 ივლისი 202628 ივლისი 2026China Southern Airlinesავიაბილეთები 1 853 -დან

 

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მან შეწყვიტა საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელება, თუმცა აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2023 წლის იანვრიდან კვლავ განაახლა.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება. ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version