ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines -ი საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –დან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების განხორციელებას ავიაკომპანია 27 სექტემბრიდან შეუდგება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი ურუმჩი , ურუმჩი თბილისი –ს საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანია რეისებს Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ახორციელებს.
თბილისი ურუმჩი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
1 იანვარი 2025 | 8 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 879 -დან | |
3 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 1 523 -დან |
ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მან შეწყვიტა საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელება, თუმცა აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2023 წლის იანვრიდან კვლავ განაახლა.