ავიაბილეთები ყველაზე იაფად

სად შეიძლება ტურისტულად გამგზავრება დღეს?

ტურისტულად მოგზაურობა 2021 წელს

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტულად გასამგზავრებელი ქვეყნების დიდი არჩევანი დღესდღეობით არ არის, თუმცა, მათთვის, ვისაც მოენატრა მოგზაურობა და სურს ცოტა ხნით პანდემიას დააღწიოს თავი, ან ახლობლების თუ ოჯახის წევრების მონახულება უნდა, რამდენიმე  ასეთი ქვეყანა მოიძებნება.

დღეს შემოგთავაზებთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ტურისტული მიზნით გამგზავრება. ამ ქვეყნების კარი ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა აუცილებელია, რომ მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და დოკუმენტაციას სრულად აკმაყოფილებდეთ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

წარმოიდგინეთ, რომ ცივი და დამღლელი ზამთრის შემდეგ, სულ რაღაც 3 საათსა და 30 წუთში, ცხელ და მზიან სანაპიროებზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ. საუკეთესო არჩევანი მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქსი- დუბაიში გამგზავრება იქნება. ქალაქში ერთადერთი მოთხოვნაა პიბადის ტარებაა, სხვა მხრივ კი პანდემიის არსებობას ვერც იგრნძობთ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების საზღვარი ღიაა. თუ დუბაიში გადაწყვეტთ გამგზავრებას, ავიაკომპანია Flydubai კვირაში უკვე 4 სიხშირით ასრულებს პირდაპირ რეისებს, ამიტომ თქვენთვის ხელსაყრელ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ არაჩვეულებრივი მოგზაურობა.

გაითვალისწინეთ, რომ დუბაიში გასამგზავრებლად დაგჭირდებათ შემდეგი საბუთები:

თბილისი დუბაის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მაისი 202425 მაისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 278 -დან
13 ივნისი 202420 ივნისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 294 -დან
15 ივლისი 202429 ივლისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 255 -დან

ეგვიპტე

მზიანი და ცხელი სანაპიროებით შეგიძლიათ დატკბეთ, ასევე, ეგვიპტეში. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეგვიპტეში ტურისტულად გამგზავრება.

ეგვიპტის ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისები ამ ეტაპზე არ სრულდება, თუმცა ავიაკომპანია Turkish Airlines-ი გვთავაზობს ფრენებს სტამბოლში გადაჯდომით.

რა საბუთები დაგჭირდებათ ეგვიპტეში გასამგზარებლად?

მალდივის კუნძულები

მალდივებს ხშირად უწოდებენ სამოთხეს დედამიწაზე. ასეთ შედარებას კი მისი ულამაზესი თეთრი სანაპიროები, ფირუზისფერი წყალი, საოცარი წყალქვეშა სამყარო და წყალში არსებული ბუნგალოები განაპირობებს.

თუ ასეთი დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობა გსურთ, გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მალიდივს კუნძულებიც ღიაა. ამიტომ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კუნძული და აირჩიეთ მოგზაურობის პერიოდი თავისუფლად, რადგან მალდივის კუნძულების მიმართულებით საქართველოდან ორი ავიაკომპანია ასრულებს ფრენას: Qatar Airways-ი(დოჰაში გადაჯდომით) და Flydubai(დუბაიში გადაჯდომით). რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ იმ საბუთების მომზადება, რომლებიც გასამგზავრებლად გჭირდებათ:

ტურისტულ ვიზას აიღებთ აეროპორტში ჩასვლისას.

თურქეთი

მართალია, ცხელი და მზიანი სანაპიროები ამ ეტაპზე არ დაგხვდებათ თურქეთში, თუმცა საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო დასვენების მოწყობა შეგიძლიათ. თუ ნამდვილი ტურისტული და აქტიური მოგზაურობა მოგენატრათ, სტამბოლი საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის.

სტამბოლის მიმართულებით ავიაკომპანიები Turkish Airlines-ი და Pegasus-ი ფრენებს ყოველდღიურად ასრულებენ, ამიტომ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას საკმაოდ მარტივად შეძლებთ.

საბუთები, რომლებიც თურქეთში გასამგზავრებლად გჭირდებათ:

თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 მაისი 202430 მაისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 330 -დან
6 ივნისი 202413 ივნისი 2024AJetავიაბილეთები 438 -დან
30 ივლისი 202430 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 389 -დან

უკრაინა

უკრაინაც იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრება არ აქვთ შეზღუდული. ამასთან, უკრაინაში გასამგზავრებლად საჭიროა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნების მცირე ჩამონთავალს:

რაც შეეხება ფრენებს,  უკრაინულმ ავიაკომპანიებმა Skyup-მა და UIA-მ აღადგინეს რეგულარული ავიამიმოსვლა კიევი-თბილი-კიევის საჰაერო ხაზზე.

ბელარუსი

ბელარუსს, ფატქობრივად, არ დაუწესებია შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, აუცილებელია უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე.

თბილისი მინსკის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 მაისი 202411 მაისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 226 -დან
8 ივნისი 202429 ივნისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 089 -დან
1 ივლისი 202431 ივლისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 102 -დან

 სხვა ქვეყნები, სადაც საქართველოოს მოქალაქეებს ტურისტულად შეუძლიათ გამგზავრება:

Exit mobile version