უზბეკური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისიდან და ბათუმიდან ტაშკენტი -ს მიმართულებაზე ოპერირებას აგრძელებს. Centrum Air ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც შიდა და საერთაშორისო მარშრუტებზე ახორციელებს ავიამიმოსვლას.
ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ტაშკენტის მიმართულებით ფრენებს 2024 წლის 1 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს შეასრულებს. ხოლო ბათუმის საერთშორისო აეროპორტი -დან ფრენა კი 2024 წლის 7 მაისსაა ჩანიშნული. რეისები ასევე კვირაში 2 სიხშირით შესრულდება – სამშაბათს და პარასკევ დღეს.
თბილისი ტაშკენტი ტაშკენტი თბილისი ფრენის ხანგრძლივობა 3სთ და 20წთ-ია. ანალოგიურად, ბათუმი ტაშკენტი ტაშკენტი ბათუმი ფრენის დრო ასევე 3სთ და 20 წთ-ია.