ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ევროპის საუკეთესო ქალაქები საახალწლოდ

საახალწლო ქალაქები

შობა-ახალი წელი წლის ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი პერიოდია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ეს დღესასწაული გამორჩეულად ზღაპრული და ჯადოსნურია ევროპაში, რომელიც ამ პერიოდში ზამთრის საოცრებათა ქვეყანად გარდაიქმნება ხოლმე. საშობაო ბაზრობები და საოცარი საახალწლო დეკორაციებით მორთული ქუჩები ყველა ქალაქის საერთო წესია, თუმცა მათ განსხვავებული და უნიკალური საშობაო ტრადიციებიც ახასიათებთ.

პარიზი წელიწადის ნებისმიერ დროს მშვენიერი სანახავია, თუმცა საშობაოდ ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ზღაპრულია. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ჯადოსნურ საშობაო ბაზრობებს, შეიძინოთ უალამაზესი საახალწლო ნივთები და საჩუქრები, დატკბეთ თვალწარმტაცი დეკორაციებით მორთულ ქუჩებში გასეირნებით, გაერთოთ საციგურაუ მოედნებზე და მოუსმინოთ საშობაო გალობებს.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 დეკემბერი 202431 დეკემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 466 -დან
23 იანვარი 202530 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 448 -დან
8 თებერვალი 202511 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 416 -დან
4 მარტი 20258 მარტი 2025Wizz Airავიაბილეთები 385 -დან

პრაღა არის ქალაქი, რომელიც ამ სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ძველი ქალაქის მოედანი, რომელიც მთლიანად საშობაო ბაზრობად არის გრდაქმნილი, თქვენ განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. სანამ ხელნაკეთი ნივთების და ორნამენტების დათვალიერებით იქნებით დაკავებული, შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი გლინტვეინი, დააგემოვნოთ განთქმული ჩეხური დესერტი ტრედელნიკი და სხვა საშობაო ნამცხვრები და კერძები.

ქუთაისი პრაღა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 დეკემბერი 202431 დეკემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 334 -დან
16 იანვარი 202523 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 331 -დან
11 თებერვალი 202515 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 401 -დან
6 მარტი 202529 მარტი 2025Wizz Airავიაბილეთები 344 -დან

ვენა ევროპის იმ ქალაქებს მიეკუთვნება, რომლებიც შობას გრანდიოზულად და დიდებულად აღნიშნავენ. მოელვარე საშობაო ბაზრობები, რომლებიც საოცარი დეკორაციებით და გირლანდებით არის მორთული, საშუალებას გაძლევთ არამხოლოდ დააგემოვნოთ ტრადიციული საშობაო კერძები და დესერტები, არამედ თქვენც ჩაერთოთ მათ მომზადებაში და უკეთ გაეცნოთ ავსტრიულ კულტურას საშობაო სიმღერების ფონზე.

ქუთაისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 დეკემბერი 202427 დეკემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 578 -დან
20 იანვარი 202527 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 292 -დან
10 თებერვალი 202512 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 292 -დან
10 მარტი 202521 მარტი 2025Wizz Airავიაბილეთები 307 -დან

კიოლნი საშობაო პერიოდში გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მომაჯადოებელ ქალაქად იქცევა  ხოლმე, რომელიც ყოველწლიურად 7 საშობაო ბაზრობას მასპინძლობს. ამ ზღაპრული ბაზრობების მონახულება თქვენ სპეციალურად საშობაოდ მორთული მატარებლით შეგიძლიათ. კიოლნში ნოემბრის ბოლოდან ახალი წლის დადგომამდე განსაკუთრებული საშობაო ატმოსფერო სუფევს, ამიტომ შობის ამ ქალაქში გატარება ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

ტალინი არის ქალაქი, რომელიც წლის ნებისმიერ დროს რომელიმე ზღაპრის წიგნში ნანახ სურათებს მოგაგონებთ, საშობაოდ კი ნამდვილი საოცრებათა ქალაქია. ეს პატარა და მყუდრო ქალაქი განსაკუთრებულ სადღესასწაულო განწყობას ქმნის თავისი უალამაზესი საშობაო ბაზრობებითა და დეკორაციებით. გარდა ამისა, სტუმრებს სთავაზობს ისეთ საახალწლო აქტივობებს, როგორებიცაა ჯანჯაფილის ნამცხვრისგან საშობაო სახლების აწყობა და ასევე, მარციპანისგან სხვადასხვა ფიგურების შექმნა.

ამ საოცარ ქალაქებში შობა-ახალის წლის გატარება საკმაოდ მარტივად და მისაღებ ფასად შეგიძლიათ, რადგან ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ქალაქში მოგახვედრებთ და დაუვიწყარ მოგზაურობას მოიწყობთ.

Exit mobile version