Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ბათუმის სამხრეთ ნაწილში. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზეა წარმოდგენილი.

აეროპორტი 2007 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა  და ის შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. 2021 წლის მარტში მას ახალი ტერმინალი დაემატა, რის გამოც დღეისთვის მას მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურება შეუძლია.

ბათუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები ხორციელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა:

შესაძლებელია ადგილობრივი რეისებით მგზავრობაც, რომელიც თბილისის მიმართულებით ხორციელდება. თუ კი ბათუმიდან თბილისში ან თბილისიდან ბათუმში დროის მოკლე მონაკვეთში გინდათ მოხვედრა, მაშინ ეს საუკეთესო ვარიანტია.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენას ბათუმის აეროპორტიდან?

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს ათამდე ავიაკომპანია ასრულებს და მათი გარკვეული ნაწილი, მხოლოდ სეზონზე ემსახურება მგზავრებს. ავიკომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით Air Arabia-ს, Belavia-ს, რომელსაც პირდაპირი რეისები აქვს ბელარუსიის ქალაქების მიმართულებით, Turkish Airlines , ჯორჯიან აირვეის, Arkia Airlines, El Al და ა.შ.

2016 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა რამდენიმე ახალი ჩარტერული რეისი და მგზავრების რაოდენობამ 300 000 -ს გადააჭარბა.

ტრანსპორტირება ბათუმის აეროპორტში

ბათუმის აეროპორტი უზრუნველყობს ტაქსითა და ავტობუსით მომსახურებას. ასევე შესაძლებელია ავტოსადგომით სარგებლობაც.

ტაქსის სადგომის ნახვა შესაძლებელია აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ქალაქის ცენტრში მოსახვედრად კი დაახლოებით 15 წუთია საჭირო.

ავტობუსის გაჩერება მდებარეობს ტერმინალის წინ. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

რაც შეეხება ავტოსადგომს, რომელიც სრულიად არის აღჭურვილი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, 100-მდე ავტომანქანაზეა გათვლილი. გასათვალისწინებელია, რომ ის ფასიანია და პარკირების საფასური 1 სთ – 2 ლარია, 2 სთ – 4 ლარი, 6სთ – 5 ლარი, 12 სთ – 7 ლარი, ხოლო 24 სთ – 10 ლარი.

კვება და მაღაზიები ბათუმის აეროპორტში

მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ აეროპორტის კაფეს – “კანტინი” , სადაც მრავალფეროვან ადგილობრივ კერძებსა და სასმელს დააგემოვნებენ. კაფე მდებარეობს გამგზავრების დარბაზში.

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, აქ შესაძლებელია ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების და სუვენირების შეძენა. ასევე, შეხვდებით Duty Free-ს, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვნებას, სადაც მგზავრებს საშუალება ეძლებათ შეიძინონ სუნამოები, კოსმეტიკა, ტკბილეული და სხვ. მაღაზია მდებარეობს საპასპორტო კონტროლის უკანა მხარეს და მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

აეროპორტში ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ბანკისა და ბანკ რესპუბლიკას სერვისცენტრებით, რომლებიც განთავსებულია გამგზავრების დარბაზში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კითხვების ან გზამკვლევის მოძიების მიზნით შესაძლებელია, ცნობათა ბიუროს მიმართოთ, რომელიც გამგზავრების დარბაზში მდებარეობს და 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ რეჟიმში – ტელეფონით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

აეროპორტს ასევე სამედიცინო პუნქტიც ემსახურება. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ამისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც ატარებს.

ბათუმის აეროპორტიდან იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ავიაბილეთები იაფად ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ერევანი15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 304 -დან
სოჭი3 ოქტომბერი 20269 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 337 -დან
კრასნოდარი13 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 443 -დან
სტამბოლი24 თებერვალი 202727 თებერვალი 2027ავიაბილეთები 489 -დან
თბილისი15 აგვისტო 202620 აგვისტო 2026ავიაბილეთები 523 -დან
მინვოდი3 აგვისტო 20267 აგვისტო 2026ავიაბილეთები 556 -დან
შარმ-ელ-შეიხი20 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 571 -დან
ვოლგოგრადი17 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 599 -დან
17 აგვისტო 202628 აგვისტო 2026ავიაბილეთები 643 -დან
ანტალია24 აგვისტო 20267 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 669 -დან
სარატოვი13 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 673 -დან
ბაქო12 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 736 -დან
ტირანა1 ოქტომბერი 20267 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 738 -დან
კიშინიოვი5 აგვისტო 202625 აგვისტო 2026ავიაბილეთები 743 -დან
მოსკოვი30 ოქტომბერი 20268 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 745 -დან
დალამანი9 აგვისტო 202611 აგვისტო 2026ავიაბილეთები 748 -დან
ნიკოსია10 აგვისტო 202614 აგვისტო 2026ავიაბილეთები 760 -დან
ბოდრუმი13 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 785 -დან
პარიზი1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 790 -დან
ტრაბზონი26 აგვისტო 20267 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 802 -დან
ანკარა11 აგვისტო 202613 აგვისტო 2026ავიაბილეთები 812 -დან
ლარნაკა14 სექტემბერი 202623 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 816 -დან
იზმირი24 აგვისტო 202630 აგვისტო 2026ავიაბილეთები 822 -დან
ორენბურგი10 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 833 -დან
ბუქარესტი7 სექტემბერი 202613 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 845 -დან
აკტაუ11 აგვისტო 202618 აგვისტო 2026ავიაბილეთები 850 -დან
ბუდაპეშტი21 სექტემბერი 202628 სექტემბერი 2026ავიაბილეთები 899 -დან
ეკატერენბურგი13 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 910 -დან
ბელგრადი16 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 922 -დან
პრიშტინა4 აგვისტო 202610 აგვისტო 2026ავიაბილეთები 935 -დან
Exit mobile version