ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ბათუმის სამხრეთ ნაწილში. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზეა წარმოდგენილი.

აეროპორტი 2007 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა  და ის შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. 2021 წლის მარტში მას ახალი ტერმინალი დაემატა, რის გამოც დღეისთვის მას მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურება შეუძლია.

ბათუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები ხორციელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა:

შესაძლებელია ადგილობრივი რეისებით მგზავრობაც, რომელიც თბილისის მიმართულებით ხორციელდება. თუ კი ბათუმიდან თბილისში ან თბილისიდან ბათუმში დროის მოკლე მონაკვეთში გინდათ მოხვედრა, მაშინ ეს საუკეთესო ვარიანტია.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენას ბათუმის აეროპორტიდან?

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს ათამდე ავიაკომპანია ასრულებს და მათი გარკვეული ნაწილი, მხოლოდ სეზონზე ემსახურება მგზავრებს. ავიკომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით Air Arabia-ს, Belavia-ს, რომელსაც პირდაპირი რეისები აქვს ბელარუსიის ქალაქების მიმართულებით, Turkish Airlines , ჯორჯიან აირვეის, Arkia Airlines, El Al და ა.შ.

2016 წლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა რამდენიმე ახალი ჩარტერული რეისი და მგზავრების რაოდენობამ 300 000 -ს გადააჭარბა.

ტრანსპორტირება ბათუმის აეროპორტში

ბათუმის აეროპორტი უზრუნველყობს ტაქსითა და ავტობუსით მომსახურებას. ასევე შესაძლებელია ავტოსადგომით სარგებლობაც.

ტაქსის სადგომის ნახვა შესაძლებელია აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ქალაქის ცენტრში მოსახვედრად კი დაახლოებით 15 წუთია საჭირო.

ავტობუსის გაჩერება მდებარეობს ტერმინალის წინ. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

რაც შეეხება ავტოსადგომს, რომელიც სრულიად არის აღჭურვილი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, 100-მდე ავტომანქანაზეა გათვლილი. გასათვალისწინებელია, რომ ის ფასიანია და პარკირების საფასური 1 სთ – 2 ლარია, 2 სთ – 4 ლარი, 6სთ – 5 ლარი, 12 სთ – 7 ლარი, ხოლო 24 სთ – 10 ლარი.

კვება და მაღაზიები ბათუმის აეროპორტში

მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ აეროპორტის კაფეს – “კანტინი” , სადაც მრავალფეროვან ადგილობრივ კერძებსა და სასმელს დააგემოვნებენ. კაფე მდებარეობს გამგზავრების დარბაზში.

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, აქ შესაძლებელია ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების და სუვენირების შეძენა. ასევე, შეხვდებით Duty Free-ს, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მრავალფეროვნებას, სადაც მგზავრებს საშუალება ეძლებათ შეიძინონ სუნამოები, კოსმეტიკა, ტკბილეული და სხვ. მაღაზია მდებარეობს საპასპორტო კონტროლის უკანა მხარეს და მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

აეროპორტში ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ბანკისა და ბანკ რესპუბლიკას სერვისცენტრებით, რომლებიც განთავსებულია გამგზავრების დარბაზში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კითხვების ან გზამკვლევის მოძიების მიზნით შესაძლებელია, ცნობათა ბიუროს მიმართოთ, რომელიც გამგზავრების დარბაზში მდებარეობს და 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ რეჟიმში – ტელეფონით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

აეროპორტს ასევე სამედიცინო პუნქტიც ემსახურება. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ამისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებსაც ატარებს.

ბათუმის აეროპორტიდან იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ავიაბილეთები იაფად ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სოჭი7 თებერვალი 202612 თებერვალი 2026ავიაბილეთები 151 -დან
კრასნოდარი27 იანვარი 20267 თებერვალი 2026ავიაბილეთები 265 -დან
მინვოდი18 მარტი 202615 აპრილი 2026ავიაბილეთები 315 -დან
სტამბოლი3 მარტი 20264 მარტი 2026ავიაბილეთები 315 -დან
შარმ-ელ-შეიხი17 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 475 -დან
ანტალია3 მარტი 202610 მარტი 2026ავიაბილეთები 484 -დან
ერევანი20 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 503 -დან
ბაქო13 თებერვალი 202615 თებერვალი 2026ავიაბილეთები 509 -დან
ალანია17 თებერვალი 202620 თებერვალი 2026ავიაბილეთები 516 -დან
დალამანი4 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 523 -დან
მოსკოვი4 აპრილი 202611 აპრილი 2026ავიაბილეთები 525 -დან
სამარა8 ივნისი 202615 ივნისი 2026ავიაბილეთები 540 -დან
იზმირი13 თებერვალი 202615 თებერვალი 2026ავიაბილეთები 544 -დან
ნიკოსია14 თებერვალი 202621 თებერვალი 2026ავიაბილეთები 579 -დან
ჰურგადა18 თებერვალი 202625 თებერვალი 2026ავიაბილეთები 580 -დან
ანკარა29 იანვარი 20261 თებერვალი 2026ავიაბილეთები 605 -დან
კაზანი4 თებერვალი 20267 თებერვალი 2026ავიაბილეთები 609 -დან
კეისერი8 მარტი 202615 მარტი 2026ავიაბილეთები 636 -დან
თბილისი4 თებერვალი 202614 თებერვალი 2026ავიაბილეთები 643 -დან
მილანი1 თებერვალი 202612 თებერვალი 2026ავიაბილეთები 651 -დან
კიშინიოვი7 თებერვალი 20269 თებერვალი 2026ავიაბილეთები 662 -დან
ბარსელონა12 თებერვალი 202624 თებერვალი 2026ავიაბილეთები 666 -დან
მახაჩკალა21 იანვარი 202622 იანვარი 2026ავიაბილეთები 683 -დან
ვენა25 თებერვალი 202627 თებერვალი 2026ავიაბილეთები 686 -დან
მარსა-ალამი27 თებერვალი 202614 მარტი 2026ავიაბილეთები 701 -დან
უფა4 თებერვალი 202610 თებერვალი 2026ავიაბილეთები 706 -დან
სოფია21 მარტი 202611 აპრილი 2026ავიაბილეთები 710 -დან
რომი8 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 711 -დან
მიუნხენი11 მარტი 202614 მარტი 2026ავიაბილეთები 715 -დან
ათენი10 მარტი 202615 მარტი 2026ავიაბილეთები 723 -დან
Exit mobile version