ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Azimuth -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ფრენებს

azimuth airlines

ავიაკომპანია Azimuth -ი რუსეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქუთაისი მოსკოვი მოსკოვი ქუთაისი -ს მიმართულებაზე ფრენები, 2024 წლის 2 ივლისს დაიწყება და ამავე წლის 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

აზიმუტი 2023 წლიდან ასრულებს პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. რუსეთის მიმართულებით ფრენებს რუსული ავიაკომპანია Red Wings -იც ახორციელებს და ფრენებს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან ასრულებს. შესაბამისად, მომდევნო თვიდან 2 რუსული ავიაკომპანია უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან იფრენს. რუსეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასევე ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც.

ქუთაისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 დეკემბერი 202430 დეკემბერი 2024Azimuthავიაბილეთები 950 -დან
25 იანვარი 202530 იანვარი 2025Azimuthავიაბილეთები 475 -დან
3 თებერვალი 202518 თებერვალი 2025Azimuthავიაბილეთები 473 -დან
6 მარტი 202529 მარტი 2025Azimuthავიაბილეთები 1 249 -დან

2024 წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის, 1 761 რეისის შესრულება იგეგმება.

შეგახსენებთ, 4 წლიანი შეზღუდვის შემდეგ, 2023 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ – Azimuth -მა და Red Wings -მა დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ორივე ავიაკომპანიამ 2023 წელს, საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ჯამში 127 315 მგზავრი გადაიყვანა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version