როგორც რუსული ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Azimuth Airlines -ი სოჭიდან თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით იწყებს ოპერირებას. სოჭსა და თბილისს შორის რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
აზიმუტ ეარლაინი უკვე მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც სოჭიდან საქართველოს მიმართულებით ახორციელებს რეისებს. აღნიშნულ ქალაქებს შორის ფრენებს Red Wings -ი 2023 წლის ივლისიდან ასრულებს.
ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იმავდროულად, Azimuth -ი ფრენებს შეასრულებს მოსკოვი ბათუმი, ბათუმი მოსკოვი -ს საჰაერო ხაზზეც. რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე 9 ოქტომბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.
თბილისი სოჭი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
16 დეკემბერი 2024 | 20 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 321 -დან | |
17 იანვარი 2025 | 27 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 215 -დან | |
12 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 268 -დან |
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ, მოსკოვი თბილისის რეისზე პირველი ფრენა, 2023 წლის 19 მაისს სწორედ Azimuth-მა განახორციელა. დღეისათვის აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს.