ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისი – პარიზი ავიაბილეთები | tbilisi paris

პარიზის ავიაბილეთები

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სტუმრობისთვის ყოველთვის დაგისახელებენ საუკეთესო პერიოდს. ბარსელონაში შემოდგომის მიწურულს სჯობს ჩასვლა ამინდით დასატკბობად, რომი გაზაფხულზეა იდეალური. თუმცა, ევროპის ცენტრში მდებარე ისტორიული ქალაქი, მუდამ მზადაა თქვენს მისაღებად. ამ ლოკაციაზე უფრო კომფორტულ ბუდეს ძნელად თუ იპოვით. ავიაბილეთები პარიზის მიმართულებით, ნებისმიერ დროსა და პერიოდში, საუკეთესო საჩუქარია საყვარელი ადამიანის გასახარებლად და არა მხოლოდ, საკუთარი თავის გასანებივრებლადაც.

ულამაზეს არქიტექტურაში ჩაძირული ქალაქის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე ნამდვილად არ გეყოფათ. პარიზის ცენტრსა და გარეუბნებში არსებული რესტორნები კი ბევრად უფრო დიდ ხანს დაგამახსოვრებთ თავს. საფრანგეთის დედაქალაქში კულინარიული ოსტატობა ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ამიტომ, თუ გსურთ საუკეთესო კერძების დაგემოვნება, მართლაც უნდა ესტუმროთ დასავლეთ ევროპის ცნობილ ცენტრს.

უგემრიელესი კერძებით სავსე მენიუების გარემოცვაში, თქვენ კულტურული აღზევების ეპოქაშიც ამოყოფთ თავს. საუკეთესო სამუზეუმო ექსპონატების ნახვა აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგიძლიათ, თანაც სასეირნოდ იდეალური ამინდის გამოჭერაც არ არის პრობლემა. თავაზიანი გამვლელებით სავსე ქუჩების მოსანახულებლად გაფრენა თბილისიდანაც და ქუთაისიდანაც მარტივადაა შესაძლებელი.

რა უნდა მოინახულოთ პარიზში ყოფნისას?

თუ თქვენი ჯერ არ ყოფილხართ პარიზში, აუცილებლად მოგინდებათ მოინახულოთ მსოფლიოში ცნობილი ეიფელის კოშკი, ლუვრი და ღვთისმშობლის ტაძარი. ასევე, არ გამოტოვოთ სხვა ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ორსეის მუზეუმი და ლუქსემბურგის ბაღები. და თუ გსურთ იგრძნოთ საფრანგეთის დედაქალაქის გამორჩეული ხიბლი, გაისეირნეთ პარიზის ყველაზე დიდ და ცნობილ გამზირზე – ელისეს მინდვრებზე, ლათინურ კვარტალში ან ილ სენ-ლუისზე.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისიდან პარიზის მიმართულებით?

Lufthansa-ს რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთში წასასვლელად ყველაზე ცნობილ ვარიანტად ითვლება. ამ ავიაკომპანიის ავია ბილეთები პარიზის მიმართულებით ორ ძირითადად სახეობად იყოფა. პირველ რიგში, თქვენ შეგიძლიათ შარლ დე გოლის ცნობილ აეროპორტში გადაფრინდეთ. ეს სიამოვნება 500–დან 800 ლარის ფარგლებში დაგიჯდებათ. თუმცა, უფრო მოხერხებულ ფასში პარიზის შედარებით არაპოპულარულ, ორლის აეროპორტშიც შეგიძლიათ ჩაფრინდეთ. ამ შემთხვევაში, tbilisi paris -ის მიმართულებით Pegasus-ის მიერ შემოთავაზებული ორმხრივი მგზავრობის ფასი 250–დან 500 ლარამდე მერყეობს. მეორე ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, თქვენ გადასაჯდომად სტამბულში გაჩერება მოგიწევთ სულ რაღაც 2 საათით.

თბილისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მაისი 202428 მაისი 20241 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 828 -დან
27 ივნისი 20247 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 661 -დან
9 ივლისი 202423 ივლისი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 838 -დან
5 აგვისტო 20249 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 621 -დან

პარიზში მოხვედრა ქუთაისიდანაცა შესაძლებლი, რაც მთავარია ბერვად უფრო იაფად და რეისიც პირდაპირია, რომელსაც ავიაკომპანია wizzair გვთავაზობს. ავიარეისები კვირაში ორჯერ სრულდება. wizz air-ი მომხმარებელს ავიაბილეთებს ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით ერთი გზის ბილეთს 100 ლარიდან სთავაზობს. ხოლო ბილეთებს თუ წინასწარ შეიძენთ ორი გზის ბილეთის შეძენას 300 ლარადაც შეძლებთ.

Direct Flights from ქუთაისი to პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მაისი 202428 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 447 -დან
6 ივნისი 202413 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 431 -დან
9 ივლისი 202416 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 547 -დან

როდისაა საუკეთესო პერიოდი პარიზის მოსანახულებლად?

საერთო ჯამში, ამ იდეალურ ქალაქში სტუმრობა და ავიაბილეთების შეძენა, შედარებით იაფი, ნოემბრის თვეში იქნება. გაზაფხულის მიწურულიდან შობის პერიოდამდე შუალედში საფრანგეთს ყველაზე ნაკლები ტურისტი სტუმრობს. 

Avia.Ge-ს საძიებო სისტემით ზემოთხსენებული ფულის დაზოგვის მსგავსი უამრავი ვარიანტის აღმოჩენა შეგიძლიათ. დაიწყეთ ავია ბილეთების ყიდვაზე ფიქრი 1–2 თვით ადრე და გაფრენისთვის საუკეთესო კვირას მარტივად შეარჩევთ.

პარიზის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

 

Exit mobile version