ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ლიონის მიმართულებით

ლიონი ავიაბილეთები

თბილი სეზონის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტ ტურისტს უჩნდება ლამაზ ქუჩებში სეირნობის სურვილი. ევროპის უამრავი გამორჩეული ლოკაციიდან საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მყუდრო მხარეებით სავსე ქვეყანაა. მისი სტუმრობისას წელიწადის ნებისმიერ დროს იპოვით თქვენთვის სასურველ გასართობს. თუმცა, ასეთი ღირსშესანიშნავი კულტურით ტკბობა ყველაზე მეტად ალბათ მაინც გაზაფხულის სეზონზეა შესაძლებელი.

ულამაზესი ნახატებით გაფორმებულ ქუჩებში სიარული, რომლებიც უძველესი უბნების ისტორიულ ძეგლებამდე მიგიყვანთ, მართლაც შესანიშნავ რომანტიულ არდადეგებად შეიძლება იქცეს. ავიაბილეთები ლიონის მიმართულებით, სწორედ ასეთი შესანიშნავი მოგონებების შექმნაში დაგეხმარებათ.

ფრანგული კულტურა ალბათ ყველაზე დიდი დოზით სწორედ ლიონის ძველისძველ უბნებშია თავმოყრილი. ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის ეს მართლაც საოცნებო მოგზაურობის ლოკაციად შეიძლება იქცეს, რადგან თქვენ აქ კინოს შექმნის ისტორიას საკუთარი თვალებით იხილავთ. ლუმიერების უბნის გარდა, ლიონი იმითაც გამოირჩევა, რომ მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურა მის შუაგულში ყველაზე თანამედროვე დიზაინის შედევრებს ერწყმის.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენისთვის ავიაბილეთები ლიონის მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანიის ბაზაში შეგიძლიათ მოიძიოთ. Avia.Ge-ს მოხერხებული საძიებო სისტემის დახმარებით აღმოაჩენთ, რომ საუკეთესო აქციები ამ შემთხვევაში კომპანია Pegasus Georgia -ს აქვს. აღნიშნული ავიაკომპანიის ფასების მიხედვით უძელეს ფრანგულ ქალაქში გაფრენას 400-დან 600 ლარის ფარგლებში შეძლებთ. ამ რეისის ხანგრძლივობა დაახლოებით 9 საათი იქნება და ფრენის შუაში სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ გადასაჯდომად შეჩერება.

თბილისი ლიონი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 იანვარი 202617 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 834 -დან
14 აპრილი 202616 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 070 -დან

ლიონის მიმართულებით ავიაბილეთები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებმაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში ყველაზე მოხერხებულ ფასს ავიაკომპანია vizzair -ი შემოგთავაზებთ. მათი ავიაბილეთების ფასი საშუალოდ 350-დან 600 ლარამდე მერყეობს, ხოლო რეისი ფრენის შუაში ბარსელონის საერთაშორისო აეროპორტში გადასაჯდომად შეჩერებას ითვალისწინებს.

ქუთაისი ლიონი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 დეკემბერი 202530 დეკემბერი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 457 -დან
10 იანვარი 202617 იანვარი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 507 -დან
14 თებერვალი 202621 თებერვალი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 275 -დან
3 მარტი 20265 მარტი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 422 -დან
3 ნოემბერი 20267 ნოემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 367 -დან

საფრანგეთში გაფრენა ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაცაა შესაძლებელი. Turkish Airlines -ის თვითმფრინავი ამ ვარიანტის შერჩევის მსურველებს ლიონში 26 საათსა და 30 წუთში მოახვედრებს სტამბოლში გადაჯდომის დახმარებით. ამ სიამოვნების ფასი აღნიშნული ავიაკომპანიის ბაზაში მოცემული მონაცემების მიხედვით 900-დან 1200 ლარამდე მერყეობს. თუკი ბილეთების შეძენაზე ფიქრს 2-3 თვით ადრე დაიწყებთ, თქვენ შესაძლოა უკეთესი აქციებითაც კი შეძლოთ სარგებლობა.

Exit mobile version