Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Austrian Airlines -მა ვენა თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ავსტრიის ავიახაზები

ვენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –ს მიმაერთულებით დაგეგმილი პირველი პირდაპირი რეისი ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines -მა უკვე განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავსრიის ავიახაზებთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა და ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი ვენა ვენა თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით –  Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებით განახორციელებს.

თბილისი ვენა

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
24 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026Austrian Airlinesავიაბილეთები 1 173 -დან
5 ნოემბერი 202612 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 947 -დან
17 დეკემბერი 202624 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 272 -დან
24 იანვარი 202728 იანვარი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 560 -დან

 

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Austrian Airlines georgia ქართული ავიაბაზრისთვის სიახლეა, ხოლო ავსტიის დედაქალაქი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი კუთხით.

„თბილისის აეროპორტში 2 მაისს, გამთენიისას მივიღეთ Austrian Airlines tbilisi -ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 2 წლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენაში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს პირდაპირ ფრენებს. მოხარულები ვართ, რომ პირველ ფრენაზე ყველა ავიაბილეთი გაყიდული იყო და ბორტი სრული დატვირთვით ჩამოფრინდა, რაც დასტურია, რომ ავსტრიის დედაქალაქი ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ავსტრიის ავაიხაზები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისათვის, რომ ჩვენს მგზავრებს მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა ჰქონდეთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თბილისი აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი – 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES -ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.

შეიძინე ვენის ავიაბილეტები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

Exit mobile version