ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ახალი და განახლებული ავიარეისები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2021 ივლისი

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუდმივად მატებაა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დადგომასთან ერთად ფრენებს ანახლებენ ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში პანდემიამდე ოპერირებდნენ და ამასთანავე, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები ახალი მიმართულებებით.

ამ სტატიაში ერთობლივად გაგაცნობთ ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელიც ახალი თუ განახლებულ ავიარეისებით საქართველოს აეროპორტებს შემოუერთდა.

Gulf Air

ბაჰრეინის სახელმწიფოს ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებდა, თუმცა პანდემიის გამო, როგორც სხვა ავიაკომპანიებმა, ფრენები შეწყვიტა. 15 ივლისიდან კი, ავიაკომპანიამ აღადგინა ფრენები ბაჰრეინისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის.

Gulf Air-ი მანამა – თბილისი – მანამის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შეასრულებს.

Myway Airlines

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ორ ახალ მიმართულებას გვთავაზობს. ავიაკომპანიამ 6 ივლისს თბილისსა და ერევანს შორის დაიწყო ოპერირებადა ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს ასრულებს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ავიაკომპანიამ საუდის არაბეთის მიმართულებით დაიწყო ოპერირება. Myway Airlines-მა 13 ივლისიდან დაიწყო ფრენების შესრულება თბილისი – დამამი – თბილისის საჰაერო ხაზზე. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

Flydubai

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია ბათუმის აეროპორტში 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ფრენები ბათუმსა და დუბაის შორის ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება.

ავიაბილეთები ბათუმიდან დუბაიში

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 ივნისი 202421 ივნისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 454 -დან
2 ივლისი 20244 ივლისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 474 -დან

Air Arabia Abu Dhabi

საქართველოს საავიაციო ბაზარს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შეუერთდება. არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანიამ, Air Arabia Abu Dhabi-მ 1 ივლისიდან დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

აბუ დაბი – თბილისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას სრულდება.

Kuwait Airways

ქუვეითის სახელმწიფოს ავიაკომპანიამ, Kuwait Airways-მა, თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლა განაახლა. ავიაკომპანია ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს ასრულებს.

ქუვეითის ავიაბილეთები თბილისიდან

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 მაისი 202424 მაისი 2024Kuwait Airwaysავიაბილეთები 1 332 -დან

FlyArystan

ყაზახურმა დაბლაბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ კიდევ ერთი მიმართულება დაამატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 14 ივლისიდან ავიაკომპანიამ ოპერირება შიმკენტი – ქუთაისი – შიმკენტის საჰაერო ხაზზე დაიწყო. ორ ქალაქს შორის ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება.

FlyArystan -ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ​ატირაუდან, აქტაუდან და ნურსულთანიდან.

Flynas

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ფრენებს უკვე ასრულებს 3 ქალაქიდან, რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

ავიაკომპანიამ კიდევ ერთი მიმართულება დაამატა და უკვე ქასიმსა და თბილისს შორის ასრულებს ავიარეისებს. ქასიმის – თბილისი – ქასიმის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს სრულდება.

ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი3 ივნისი 20246 ივნისი 2024Azimutავიაბილეთები 304 -დან
ალმაატა28 ივნისი 202417 ივლისი 2024Air Astanaავიაბილეთები 1 100 -დან
ამსტერდამი24 ივლისი 20247 აგვისტო 2024Transaviaავიაბილეთები 941 -დან
ანკარა27 ივნისი 20244 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 436 -დან
ათენი4 აგვისტო 202424 აგვისტო 2024Aegean Airlinesავიაბილეთები 783 -დან
აბუ დაბი23 მაისი 202430 მაისი 2024Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 797 -დან
ანტალია15 მაისი 202419 მაისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 427 -დან
ბაქო1 აგვისტო 202416 აგვისტო 2024Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 277 -დან
ბერლინი10 ივნისი 202420 ივნისი 2024Eurowingsავიაბილეთები 1 050 -დან
ნიუ დელი24 მაისი 20241 ივნისი 2024IndiGoავიაბილეთები 1 432 -დან

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა21 მაისი 202425 მაისი 2024Air Astanaავიაბილეთები 750 -დან
ათენი23 ივნისი 202427 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 482 -დან
აბუ დაბი17 ივლისი 202424 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 246 -დან
ბარსელონა5 ივნისი 20247 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 569 -დან
ბერლინი5 ივნისი 202414 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 431 -დან
ბრიუსელი21 მაისი 202425 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 521 -დან
ბუდაპეშტი5 ივნისი 20248 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 488 -დან
კოპენჰაგენი7 ივნისი 202417 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 349 -დან
დორტმუნდი10 ივნისი 202417 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 428 -დან
მემინგენი24 მაისი 202427 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 479 -დან

ავიაბილეთები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა6 ივლისი 202427 ივლისი 2024Air Astanaავიაბილეთები 1 664 -დან
ბაქო3 ივნისი 20247 ივნისი 2024Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 410 -დან
დუბაი14 ივნისი 202421 ივნისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 454 -დან
ერევანი23 მაისი 202429 მაისი 2024Armenian Airlinesავიაბილეთები 342 -დან
სტამბოლი24 ივლისი 202431 ივლისი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 444 -დან
სამარა23 ივნისი 202430 ივნისი 2024Red Wingsავიაბილეთები 1 065 -დან
სანკტ პეტერბურგი15 ივნისი 202422 ივნისი 2024Red Wingsავიაბილეთები 1 007 -დან
მოსკოვი24 მაისი 202425 მაისი 2024Azimutავიაბილეთები 722 -დან
მინსკი24 მაისი 202431 მაისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 304 -დან
ასტანა8 ივნისი 202422 ივნისი 2024SCATავიაბილეთები 1 137 -დან
Exit mobile version