საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუდმივად მატებაა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დადგომასთან ერთად ფრენებს ანახლებენ ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში პანდემიამდე ოპერირებდნენ და ამასთანავე, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები ახალი მიმართულებებით.
ამ სტატიაში ერთობლივად გაგაცნობთ ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელიც ახალი თუ განახლებულ ავიარეისებით საქართველოს აეროპორტებს შემოუერთდა.
Gulf Air
ბაჰრეინის სახელმწიფოს ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებდა, თუმცა პანდემიის გამო, როგორც სხვა ავიაკომპანიებმა, ფრენები შეწყვიტა. 15 ივლისიდან კი, ავიაკომპანიამ აღადგინა ფრენები ბაჰრეინისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის.
Gulf Air-ი მანამა – თბილისი – მანამის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შეასრულებს.
Myway Airlines
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ორ ახალ მიმართულებას გვთავაზობს. ავიაკომპანიამ 6 ივლისს თბილისსა და ერევანს შორის დაიწყო ოპერირებადა ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს ასრულებს.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ავიაკომპანიამ საუდის არაბეთის მიმართულებით დაიწყო ოპერირება. Myway Airlines-მა 13 ივლისიდან დაიწყო ფრენების შესრულება თბილისი – დამამი – თბილისის საჰაერო ხაზზე. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
Flydubai
არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია ბათუმის აეროპორტში 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ფრენები ბათუმსა და დუბაის შორის ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება.
Air Arabia Abu Dhabi
საქართველოს საავიაციო ბაზარს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შეუერთდება. არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანიამ, Air Arabia Abu Dhabi-მ 1 ივლისიდან დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
აბუ დაბი – თბილისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას სრულდება.
Kuwait Airways
ქუვეითის სახელმწიფოს ავიაკომპანიამ, Kuwait Airways-მა, თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლა განაახლა. ავიაკომპანია ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს ასრულებს.
FlyArystan
ყაზახურმა დაბლაბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ კიდევ ერთი მიმართულება დაამატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 14 ივლისიდან ავიაკომპანიამ ოპერირება შიმკენტი – ქუთაისი – შიმკენტის საჰაერო ხაზზე დაიწყო. ორ ქალაქს შორის ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება.
FlyArystan -ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურსულთანიდან.
Flynas
საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ფრენებს უკვე ასრულებს 3 ქალაქიდან, რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.
ავიაკომპანიამ კიდევ ერთი მიმართულება დაამატა და უკვე ქასიმსა და თბილისს შორის ასრულებს ავიარეისებს. ქასიმის – თბილისი – ქასიმის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს სრულდება.
ავიაბილეთები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 15 დეკემბერი 2025 | 21 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 422 -დან |
ალმაატა | 12 ნოემბერი 2025 | 13 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 968 -დან |
ამსტერდამი | 23 ნოემბერი 2025 | 7 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 509 -დან |
ანკარა | 25 ოქტომბერი 2025 | 29 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 281 -დან |
ათენი | 11 დეკემბერი 2025 | 15 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 468 -დან |
აბუ დაბი | 1 აპრილი 2026 | 10 აპრილი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 498 -დან |
ანტალია | 22 ოქტომბერი 2025 | 24 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 367 -დან |
ბაჰრეინის კუნძული | 20 დეკემბერი 2025 | 25 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 774 -დან |
ბაქო | 19 აგვისტო 2026 | 19 აგვისტო 2026 | ![]() | ავიაბილეთები 326 -დან |
ბელგრადი | 28 ნოემბერი 2025 | 6 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 595 -დან |
ავიაბილეთები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 15 ნოემბერი 2025 | 22 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 571 -დან |
ათენი | 17 დეკემბერი 2025 | 19 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 199 -დან |
ბარსელონა | 5 ნოემბერი 2025 | 17 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 471 -დან |
ბერლინი | 9 ნოემბერი 2025 | 13 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 309 -დან |
ბრიუსელი | 30 ნოემბერი 2025 | 3 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 255 -დან |
ბუდაპეშტი | 8 იანვარი 2026 | 10 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 233 -დან |
დორტმუნდი | 16 დეკემბერი 2025 | 13 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 276 -დან |
მემინგენი | 20 დეკემბერი 2025 | 10 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 171 -დან |
ფრანკფურტი | 23 იანვარი 2026 | 30 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 219 -დან |
ატირაი | 6 ნოემბერი 2025 | 13 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 475 -დან |
ავიაბილეთები ბათუმიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 28 ნოემბერი 2025 | 30 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 306 -დან |
ბაქო | 17 ოქტომბერი 2025 | 19 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 331 -დან |
დუბაი | 5 ივნისი 2026 | 19 ივნისი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 1 615 -დან |
სტამბოლი | 31 დეკემბერი 2025 | 5 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 318 -დან |
სანკტ პეტერბურგი | 14 ნოემბერი 2025 | 28 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 030 -დან |
მოსკოვი | 16 ოქტომბერი 2025 | 22 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 712 -დან |
მინვოდი | 3 დეკემბერი 2025 | 17 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 269 -დან |
მინსკი | 5 დეკემბერი 2025 | 6 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 850 -დან |
ეკატერენბურგი | 14 ოქტომბერი 2025 | 19 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 006 -დან |