ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თურქულმა ავიაკომპანიებმა ბორტზე მოქცევის წესები გაამკაცრეს

airlines of Turkey

თურქულმა ავიაკომპანიებმა იმ მგზავრებისთვის, რომლებიც თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ფეხზე ადგებიან, წესები გაამკაცრეს. TASS -ის ცნობით, ასეთი მგზავრები დაჯარიმდებიან.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მგზავრები ვალდებულნი არიან დარჩნენ თავიანთ ადგილებზე და შეიკრან უსაფრთხოების ღვედები მანამ, სანამ თვითმფრინავი სრულად არ გაჩერდება და შესაბამისი ნიშანი არ ჩაქრება. ასევე, ბორტზე აკრძალულია როგორც ტრადიციული, ასევე ელექტროსიგარეტის მოხმარება.

ავიაკომპანიებს ევალებათ მგზავრების წინასწარ გაფრთხილება, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა დაახლოებით 520 დოლარით დაჯარიმდნენ.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 აპრილი 202630 აპრილი 2026Ajetავიაბილეთები 1 157 -დან
13 მაისი 202620 მაისი 2026Ajetავიაბილეთები 295 -დან
19 ივნისი 202624 ივნისი 2026Ajetავიაბილეთები 309 -დან
2 ივლისი 202611 ივლისი 2026Ajetავიაბილეთები 413 -დან

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოთხოვნები აქამდეც არსებობდა, 2024 წლის ბოლოს, სამოქალაქო ავიაციის უწყებამ განაახლა სტანდარტები. ეს ნაბიჯი უკავშირდება მგზავრების მიერ გაგზავნილ საჩივრებს – მოქალაქეები ხშირად უჩივიან მათ, ვინც თვითმფრინავის გაჩერებამდე დგება და იწყებს ბარგის თაროებიდან ჩამოღებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე თურქული ავიაკომპანია ოპერირებს – Turkish Airlines და მისი შვილობილი ავიაკომპანია AJet -ი, პეგასუსი და თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress , რომლებიც პირდაპირი და ტრანზიტული რეისებით გვაკავშირებს თურქეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version