ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თურქულმა ავიაკომპანიებმა ბორტზე მოქცევის წესები გაამკაცრეს

airlines of Turkey

თურქულმა ავიაკომპანიებმა იმ მგზავრებისთვის, რომლებიც თვითმფრინავის სრულ გაჩერებამდე ფეხზე ადგებიან, წესები გაამკაცრეს. TASS -ის ცნობით, ასეთი მგზავრები დაჯარიმდებიან.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მგზავრები ვალდებულნი არიან დარჩნენ თავიანთ ადგილებზე და შეიკრან უსაფრთხოების ღვედები მანამ, სანამ თვითმფრინავი სრულად არ გაჩერდება და შესაბამისი ნიშანი არ ჩაქრება. ასევე, ბორტზე აკრძალულია როგორც ტრადიციული, ასევე ელექტროსიგარეტის მოხმარება.

ავიაკომპანიებს ევალებათ მგზავრების წინასწარ გაფრთხილება, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა დაახლოებით 520 დოლარით დაჯარიმდნენ.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 სექტემბერი 202520 სექტემბერი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 350 -დან
16 ოქტომბერი 202521 ოქტომბერი 2025AJetავიაბილეთები 255 -დან
21 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 241 -დან

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოთხოვნები აქამდეც არსებობდა, 2024 წლის ბოლოს, სამოქალაქო ავიაციის უწყებამ განაახლა სტანდარტები. ეს ნაბიჯი უკავშირდება მგზავრების მიერ გაგზავნილ საჩივრებს – მოქალაქეები ხშირად უჩივიან მათ, ვინც თვითმფრინავის გაჩერებამდე დგება და იწყებს ბარგის თაროებიდან ჩამოღებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე თურქული ავიაკომპანია ოპერირებს – Turkish Airlines და მისი შვილობილი ავიაკომპანია AJet -ი, პეგასუსი და თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress , რომლებიც პირდაპირი და ტრანზიტული რეისებით გვაკავშირებს თურქეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version