ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის თურქული ავიაკომპანიები ფრენების სიხშირეებს ზრდიან

თურქული ავიაკომპანიები ფრენის სიხშირეებს ზრდიან

ავიაკომპანიები Turkish Airlines – ი და Pegasus Airlines – ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ფრენების სიხშირეებს ზრდიან. ავიაკომპანიების განრიგი უკვე ცნობილია და მას უცვლელად გთავაზობთ:

Turkish Airlines

ავიაკომპანია სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 28 სიხშირით შეასრულებს ფრენებს, ხოლო 13 ივნისიდან კვირაში 35 სიხშირით.

სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე კი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია თავდაპირველად კვირაში 7 სიხშირით, ხოლო შემდეგ კვირაში 12 სიხშირით შეასრულებს ფრენებს.

Pegasus Airlines

სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 15 სიხშირით იფრენს.

სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე კი ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

ავიაკომპანია 3 მაისიდან ბოდრუმი – თბილისი – ბოდრუმის მიმართულებაზე დაიწყებს რეისების განხორციელებას, კვირაში 2 სიხშირით.

16 მაისიდან კი ანტალია – თბილისი – ანტალიის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს.

Exit mobile version