ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ყირგიზული ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკსა და ბათუმს შორის ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

Air Manas georgia

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. ამჯერად, ყირგიზეთის სახელმწიფოს ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს ჩარტერულ რეისებს.

ავიაკომპანია Air Manas-ი 2006 წელს დაარსდა ბიშკეკში. 2012 წელს ავიაკომპანიის 49% Pegasus Airlines-მა იყიდა. ავიაკომპანიამ ახალი ბრენდის ქვეშ პირველი ფრენა 2013 წლის 23 მარტს შეასრულა ბიშკეკიდა სტამბოლში. დღეისათვის Air Manas-ი ასრულებს შიდა ფრენებს ბიშკეკსა და ოშს შორის, ხოლო საერთაშორისო ფრენებს ინდოეთში, ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში.

რაც შეეხება საქართველოს, Air Manas-ის საერთაშორისო ფრენების სიას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შეუერთდება.

ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკის საჰაერო ხაზზე ფრენები 18 ივლისიდან დაიწყება და 1 ნოემბრამდე შესრულდება. ავიარეისები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ კვირას შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.

Exit mobile version