ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ მოვხვდეთ აბუ-დაბის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?

აბუ დაბის აეროპორტის ტრანსფერი

გადაწყვიტეთ გაემგზავროთ აბუ-დაბის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში (AUH) წელიწადში 10 მილიონზე მეტი მოგზაური დაფრინავს. ქალაქის ცენტრში მოსახვედრად შესაძლებელია ისარგებლოთ 2 ვარიანტით: ტაქსით და ავტობუსით.

როგორ მივიდეთ აბუ-დაბის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

აეროპორტში არის ორი ტიპის ტაქსი – ძვირადღირებული ან სტანდარტული, რომლებიც განსხვავდებიან მომსახურების მიხედვით. სტანდარტული ტაქსები ადვილად ამოსაცნობია, რადგან ისინი ვერცხლისფერია, სახურავზე ტაქსის ყვითელი ნიშნით. ტაქსი არის შესანიშნავი, უსაფრთხო, საიმედო და ძალიან კომფორტული!

გადატვირთული მოძრაობის გარეშე, ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას დაახლოებით 25 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

ტაქსი ხელმისაწვდომია 1, 2 და 3 ტერმინალების გარეთ. თუმცა, თუ გსურთ ძვირადღირებული ტაქსი, შეგიძლიათ იპოვოთ ისინი 1 და 3 ტერმინალებში.

როგორ მივიდეთ აბუ-დაბის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?

არსებობს ავტობუსის რამდენიმე სერვისი, თუმცა, ყველაზე ეფექტური A1 ავტობუსია. ავტობუსი მუშაობს 24/7 -ზე და მოგახვედრებთ აბუ-დაბის ცენტრში, ავტოსადგურზე.

მთლიანს გზას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება სადგურამდე მისასვლელად, რაც უფრო მეტად დამოკიდებულია ტრაფიკზე.

სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?

აეროპორტის A1 ავტობუსის ხაზი გადის 1 და 2 ტერმინალებში ქვედა ბორდიურებიდან. ყველა ავტობუსის გაჩერება მონიშნულია ლურჯი და თეთრი ნიშნებით.

თბილისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
2 მაისი 20246 მაისი 2024Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 757 -დან
5 ივნისი 202412 ივნისი 2024Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 801 -დან
18 ივლისი 202421 ივლისი 2024Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 774 -დან

აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისით გამგზავრებას თქვენ საქართველოს 2 აეროპორტიდან შეძლებთ. პირდაპირ რეისებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Air Arabia გვთავაზობს და ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 15 წუთია. ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტიდან კი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air -ი, ამ შემთხვევაში კი ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 30 წუთია.

ქუთაისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 აპრილი 202430 აპრილი 2024Wizz Airავიაბილეთები 604 -დან
28 მაისი 202430 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 255 -დან
14 ივნისი 202422 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 230 -დან
14 ივლისი 202420 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 237 -დან

აბუ-დაბის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version